შეიქმნა „ეკოხედვა ჯუნიორი“ – „ეკოხედვას“ ახალგაზრდული დეპარტამენტი

2018 წლის თებერვალში, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision” ახალგაზრდული დეპარტამენტი - „ეკოხედვა ჯუნიორი“. მისი დამფუძნებლები არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები როგორც ორგანიზაციის პროექტებში, ისე სხვა გარემოსდაცვით აქტივობებში. „ეკოხედვა ჯუნიორის“ ყველა წევრი „ეკოხედვას/EcoVision“ ეკობანაკების მონაწილეა. 

 

შეიქმნა „ეკოხედვა ჯუნიორი“ – „ეკოხედვას“ ახალგაზრდული დეპარტამენტი

 

"ეკოხედვა ჯუნიორის" მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების პრობლემების წარმატებით დაძლევის ღონისძიებებში. ასევე, მოზარდების გარემოსდაცვითი განათლების დონის გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

 

შეიქმნა „ეკოხედვა ჯუნიორი“ – „ეკოხედვას“ ახალგაზრდული დეპარტამენტი

 

ახალგაზრდები ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავენ. 

22-02-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-02/1519302725_28342625_1832609086758893_878823441_o.jpg