ტირძნისის საჯარო სკოლამ დედამიწის დღე აღნიშნა

22 აპრილს მთელი მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ლიახვის“ წევრებიც შეუერთდნენ. მათ დასუფთავების აქცია მოაწყვეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორია ზამთრის ნარჩენებისგან გაასუფთავეს.  

 

ტირძნისის საჯარო სკოლამ დედამიწის დღე აღნიშნა

 

სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი). პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) მიერ. 

 

ტირძნისის საჯარო სკოლამ დედამიწის დღე აღნიშნა

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორებს, ტირძნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებს, სკოლის დირექციას და პედაგოგებს.

 

ტირძნისის საჯარო სკოლამ დედამიწის დღე აღნიშნა

 

2-05-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-05/1525257455_31682449_1432765830161220_7820660985273778176_n-copy.jpg