სუფთა ჰაერის თემაზე გამოგონებების ავტორებს გიწვევთ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად!

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის კამპანია „სუფთა ჰაერისთვის“ ფარგლებში, 5 ივნისს (გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს), გეგმავს სტარტაპ იდეების გამოფენას სუფთა ჰაერის თემაზე. ღონისძიების პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision”.

 

აღნიშნულ გამოფენაზე ვიწვევთ გამოგონებების ავტორებს, რომელთაც საშუალება ექნებათ წარმოადგინონ ქუჩაში და შენობებში ჰაერის გაწმენდის სხვადასხვა იდეა მოდელებისა და მაკეტების სახით. მონაწილეთა ასაკი არ არის შეზღუდული. 

 

სუფთა ჰაერის თემაზე გამოგონებების ავტორებს გიწვევთ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად!

 

კამპანია „სუფთა ჰაერისთვის“ აერთიანებს 20 კომპანიას, რომელთა წარმომადგენლებიც მოწვეულნი იქნებიან გამოფენაზე. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა კომპანიებმა შესაძლოა დაააფინანსონ რომელიმე გამომგონებლის პროექტი. 

 

იმისთვის, რომ თქვენი გამოგონება მოხვდეს გამოფენაზე, საჭიროა, რომ მის შესახებ მოკლე ინფორმაცია და ფოტომასალა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: maiatsignadze@gmail.com

 

შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც მოხვდება გამოფენაზე.

 

ინფორმაციის მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მაისი. 

 

წერილში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი და ტელეფონის ნომერი.

 

საკონტაქტო პირი: მაია წიგნაძე

მობ.: 551 60 20 30

 

გისურვებთ წარმატებას!

 

15-05-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-05/1526388590_clean-air-poster_final.jpg