მოსწავლემ საქართველოდან საერთაშორისო სასკოლო კონკურსში უკვე მეორედ გაიმარჯვა

პროექტის „SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სასკოლო კონკურსი. მასში 20-მდე ქვეყნის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას და ცდილობენ თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები შესთავაზონ ფართო აუდიტორიას თუ როგორ დაზოგონ ენერგია და როგორ გამოიყენონ ის უფრო ეფექტურად.

 

მოსწავლემ საქართველოდან საერთაშორისო სასკოლო კონკურსში უკვე მეორედ გაიმარჯვა

 

წელს აღნიშნული კონკურსი ვიდეოკონკურსის სახით ჩატარდა და მისი მთავარი მესიჯი იყო „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“. მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან გადაიღეს და ატვირთეს ვიდეოები. გამოვლინდა 3 გამარჯვებული, მათ შორის კი პირველ ადგილზე შორენა ჯანჯღავას ვიდეო გავიდა, საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ შორენა ჯანჯღავა აღნიშნულ კონკურსში შარშანაც პირველ ადგილზე გავიდა. შორენა თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში სწავლობს და უკვე რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში, მათ შორის პროექტის „SPARE“ ღონისძიებებსა და კონკურსებში. შორენა ჯანჯღავამ კონკურსის „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“ საერთაშორისო დონეზე გამარჯვებით 300 ევრო მოიგო. 

 

მოსწავლემ საქართველოდან საერთაშორისო სასკოლო კონკურსში უკვე მეორედ გაიმარჯვა

 

„SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ენერგიისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების ყველაზე დიდი სასკოლო პროგრამაა მსოფლიოში. ამჟამად SPARE-ში ყოველწლიურად 11 ქვეყნის 300, 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას, ხოლო SPARE-ს ქსელში ჩართული სკოლების რიცხვი 5000-ს აჭარბებს.

 

იხილეთ შორენა ჯანჯღავას ვიდეო

 

11-06-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-07/1531139700__dsc0800-copy.jpg