"ეკოხედვას/EcoVision" ახალი კვლევა თბილისის ატმოსფერული ჰაერის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/ECOVISION“, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, ჩაატარა კვლევა თბილისში, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ. განაცხადი აღნიშნული კვლევის შესახებ, ორგანიზაციამ პარლამენტში წარადგინა 2018 წლის 1 ივნისს, პარლამენტის მიერ, წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური პირობების (TOR) შესაბამისად. 

 

"ეკოხედვას/EcoVision" ახალი კვლევა თბილისის ატმოსფერული ჰაერის შესახებ

 

„ეკოხედვას/ECOVISION“ მიერ ჩატარებული საპილოტე კვლევის ანგარიში იხილეთ საკომიტეტო მოკვლევის ვებგვერდზე. აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს, ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში, ჩატარებული კვლევების შედეგებს, შედეგების ანალიზს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. დოკუმენტში, ასევე, მოყვანილია ის გარემოებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე.

 

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ „ეკოხედვას/ECOVISION“  მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ მომზადებული ვიდეოანგარიში. 

 

13-08-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-08/1534159041__dsc0355.jpg