#ბუნებაშენია - კამპანიის გახსნის ცერემონია

29 სექტემბერს, თბილისში, დიღმის ტყე-პარკში გაიმართა კამპანიის #ბუნებაშენია გახსნის ცერემონია. კამპანიის თემაა თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნება. #ბუნებაშენია ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციის „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა/EcoVision“ მიერ. კამპანია იმართება პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IbiS)” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია „გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)“ მიერ.

 

#ბუნებაშენია - კამპანიის გახსნის ცერემონია

 

#ბუნებაშენია - კამპანიის გახსნის ცერემონია

 

კამპანიის გახსნის ცერემონიაზე ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის, მათ შორის სახალისო კონკურსები, რომელთა გამარჯვებულებიც სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გახსნის ცერემონიაზე მოეწყო ეკოვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე, ვიქტორინა თბილისში არსებულ ცხოველებისა და ფრინველების ხმების გამოცნობაზე. ღონისძიებაზე, გაიმართა სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი გასაფერადებელი-წიგნის პრეზენტაცია. ღონისძიების სტუმარ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეფერადებინათ თბილისში არსებული ცხოველების და ფრინველების ნახატები და გაცნობოდნენ მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციას.

 

#ბუნებაშენია - კამპანიის გახსნის ცერემონია

 

#ბუნებაშენია - კამპანიის გახსნის ცერემონია

 

გახსნის ცერემონიაზე მოსულ სტუმრებს დაურიგდათ სხვადასხვა საინფორმაციო და შემეცნებითი გარემოსდაცვითი მასალა, მათ შორის სახელმძღვანელოები, კომიქსები, ბროშურები, ბლოკნოტები და ა.შ.

 

#ბუნებაშენია - კამპანიის გახსნის ცერემონია

 

ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა სხვადასხვა კონკურსების პრეზენტაცია, მათ შორის მედია კონკურსისა და სასკოლო კონკურსის პრეზენტაცია. ღონისძიების ბოლოს ჩატარდა სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი ელექტრონული მუსიკის (მუსიკაში გამოყენებულია თბილისში არსებული ბუნების ხმები) პრეზენტაცია.

 

#ბუნებაშენია - კამპანიის გახსნის ცერემონია

 

გახსნის ცერემონიაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს კამპანიის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა, მათ შორის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა და თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თაზო დარჩიძემ.

 

#ბუნებაშენია - კამპანიის გახსნის ცერემონია

 

აღნიშნული კამპანიის მიზანია თბილისის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა დედაქალაქის ურბანული ბიომრავალფეროვნების და მისი მნიშვნელობის შესახებ.

 

3-10-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-10/1539096757__dsc0879-copy-copy.jpg