კონკურსი ჟურნალისტებისთვის ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვა/EcoVision", კამპანიის #ბუნებაშენია ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, თემაზე: თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა.

 

კონკურსი ტარდება პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IbiS)” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია „გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)“ მიერ. 

 

კონკურსი  ჟურნალისტებისთვის  ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ მედიასაშუალებებში (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია ან ონლაინ მედია) და რომელთა მედიაპროდუქტები მიეწოდება თბილისის მოსახლეობას.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მედიაპროდუქტის მომზადება თემაზე „თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა“. მას შემდეგ რაც მედიაპროდუქტი გამოქვეყნდება მედიასაშუალების მიერ, მისი ელექტრონული ვერსია მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ecovision.ecokhedva@gmail.com (ერთი ადამიანის მიერ საკონკურსოდ მომზადებული მედიაპროდუქტების რაოდენობა შეზღუდული არ არის).

 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ნოემბერი.

 

მედიაპროდუქტების შერჩევის კრიტერიუმებია: 

 

- შინაარსი რამდენად შეესაბამება კონკურსის თემას;

- რეპორტაჟის ხანგრძლივობა, სტატიის მოცულობა;

- მედიასაშუალების რეიტინგი და დაფარვის არეალი

 

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

 

სულ გამოვლინდება 4 გამარჯვებული:

 

საუკეთესო ტელერეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა

საუკეთესო რადიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა 

საუკეთესო სტატია ბეჭდურ მედიაში 

საუკეთესო ონლაინ მედიაპროდუქტი 

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ლეპტოპებით.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

იხილეთ მოკლე ვიდეო თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

 

კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION”

ტელ: 2 55 40 20

საკონტაქტო ელ.ფოსტა: info@ecovision.ge

Facebook: https://www.facebook.com/ecovision.ge/

 

ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ მასალის მომზადების პროცესში:

 

კონკურსი  ჟურნალისტებისთვის  ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე

 

კონკურსი  ჟურნალისტებისთვის  ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე

 

 

18-10-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-10/1539876484_media-bunebashenia-copy.png