პოსტერების კონკურსი თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვა/EcoVision", კამპანიის #ბუნებაშენია ფარგლებში, აცხადებს პოსტერების კონკურსს თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის, თემაზე: თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა.

 

კონკურსი ტარდება პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IbiS)” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია „გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)“ მიერ. 

 

პოსტერების კონკურსი თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს თბილისის სკოლებიდან. პოსტერზე შეიძლება გამოსახული იყოს ფოტო, ნახატი, სლოგანი, მოწოდება და ა.შ. პოსტერები უნდა შეიქმნას თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების და მისი მნიშვნელობის თემაზე. პოსტერი შეიძლება მოსწავლის მიერ იყოს დახატული, ხელნაკეთი ან კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. ნებისმიერ შემთხვევაში, საკონკურსოდ უნდა გამოგვიგზავნოთ პოსტერის ელექტრონული ვერსია (ხელნაკეთი პოსტერის შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ პოსტერის ფოტო).

 

პოსტერის ელექტრონული ვერსია მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ecovision.ecokhedva@gmail.com (ერთი ადამიანის მიერ საკონკურსოდ მომზადებული პოსტერების რაოდენობა შეზღუდული არ არის). წერილს აუცილებლად თან უნდა დაურთოთ მოსწავლის სახელი და გვარი, სკოლა, ასაკი და ტელეფონის ნომერი. 

 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ნოემბერი.

 

  პოსტერების შერჩევის კრიტერიუმებია: 

 

- შინაარსი რამდენად შეესაბამება კონკურსის თემას;

- რამდენად კრეატიულია პოსტერი;

- რამდენად ორიგინალურია პოსტერი;

- რამდენად აქვს პოტენციალი საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ადამიანებს, მოახდინოს მათზე გავლენა  და გამოიწვიოს სასარგებლო ცვლილებები;

 

კონკურსის ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, ხოლო მეორე გამარჯვებული გამოვლინდება Facebook-ით. 30 ნოემბრის შემდეგ, კონკურსში შემოსული ყველა პოსტერი აიტვირთება „ეკოხედვას/EcoVision“ Facebook გვერდზე და ერთი გამარჯვებული გამოვლინდება Facebook მოწონებების (likes) მიხედვით. 

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პლანშეტებით.

 

იხილეთ მოკლე ვიდეო თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ.

 

ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ პოსტერის მომზადების პროცესში:

 

პოსტერების კონკურსი თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე

 

პოსტერების კონკურსი თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის ურბანული ბიომრავალფეროვნების თემაზე

 

29-10-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-10/1540819128_posterebis-konkursi.png