რაჭის 4 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა

2018 წლის 5-6 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/ECOVISION” რაჭაში, ონის  მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, უწერაში, გლოლაში, ღებსა და ჭიორაში განახორციელა პროექტით, „ენერგოეფქტურობისა და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება რაჭისა და ერუშეთის გეგმარებითი ეროვნული პარკების ბუფერულ ზონებში“, გათვალისწინებული სამუშაოები. პროექტი ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობასათან (WWF) თანამშრომლობით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით (BMZ). 

 

რაჭის 4 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა

 

რაჭის 4 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა 

 

პროექტის ფარგლებში ოთხივე სოფლის საშუალო სკოლაში დამონტაჟდა სადემონსტრაციო მოწყობილობები ენერგოეფექტური შეშის ღუმელების,  მზის ელექტრო პანელებისა და მზის წყლის გამაცხელებლის სახით. ამასთანავე, აღნიშნულ სკოლებში ექსპერტმა ჩაატარა საინფორმაციო სახის შეხვედრები სკოლის დირექტორებთან და მასწავლებლებთან, სადაც საუბარი იყო ალტერნატიული ენერგიის მნიშვნელობასა და მისი გამოყენების შესახებ. პროექტის ფარგლებში, ასევე მოცემულ ოთხ სკოლას გადაეცა საგანმანათლებლო და საინფორმაციო სახის მასალები, რაც აამაღლებს ცნობიერებას სკოლის მოსწავლეებში აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

 

რაჭის 4 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა

 

რაჭის 4 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა

 

რაჭის 4 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა

 

 

 

 

12-11-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-12/1544010478_rsz_147574374_928376554033369_3284572369850466304_n.jpg