სადისკუსიო პლატფორმის შეხვედრა თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია, „კავშირი მდგრადი განვითარებისთვის - ეკოხედვა/ECOVISION” და „გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)”  ახორციელებს კამპანიას #ბუნებაშენია, რომლის მთავარი თემა თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნებაა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 10 დეკემბერს, სასტუმრო  „ქორთიარდ-მერიოტში“, გაიმართა სადისკუსიო პლატფორმის შეხვედრა. ღონისძიებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, ურბანული ბიომრავალფეროვნების ექსპერტებმა და სტუდენტებმა განიხილეს თბილისში არსებული პრობლემური გარემოსდაცვითი საკითხები და მათ შორის ძირითადი აქცენტები გააკეთეს თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების გარშემო არსებულ პრობლემებზე.

 

სადისკუსიო პლატფორმის შეხვედრა თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

 

შეხვედრაზე სტუდენტებისათვის პრეზენტაციები ჩაატარეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს წარმომადგენელმა - მარიამ სულხანიშვილმა თემით „ურბანული ბიომრავალფეროვნება“  და ფონდ - „პარტნიორთა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ გამგეობის თავჯდომარემ, „ტრასეკას“ საგზაო უსაფრთხოების პროექტის რეგიონალურმა კონსულტანტმა  გელა კვაშილავამ, თემით „გზა შენია“.  შეხვედრას ასევე დაესწრო და სტუდენტებთან მთავარი თემის გარშემო დისკუსია გამართა ბიომრავალფეროვნების ექსპერტმა ნინო სულხანიშილმა.

 

სადისკუსიო პლატფორმის შეხვედრა თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და პრიორიტეტებად დაყვეს თბილისის ბიომრავალფეროვნების გარშემო წარმოქმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის ყველაზე მარტივი გზები. სადისკუსიო პლატფორმას სხვადასხვა უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტი და მაგისტრი დაესწრო. 

 

სადისკუსიო პლატფორმის შეხვედრა თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

 

კამპანიის #ბუნებაშენია მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ბიომრავალფეროვნების შესახებ, მათი ურბანული ბიომრავალფეროვნების საკითხებით დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა. კამპანია იმართება პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IbiS)” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია „გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)“ მიერ. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის მერია და თბილისის ბოტანიკური ბაღი, National Geographic, საბუკო.

 

სადისკუსიო პლატფორმის შეხვედრა თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

 

სადისკუსიო პლატფორმის შეხვედრა თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

 

11-12-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-12/1544512577_rsz_47378536_541449019688367_8552618176670597120_n_-_copy.jpg