ტრენინგები სტუდენტებისთვის თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი მდგრადი განვითარებისთვის - ეკოხედვა/ECOVISION” და „გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)”  ახორციელებს კამპანიას #ბუნებაშენია, რომლის მთავარი თემა თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნებაა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 12, 14, 16 და 19 ნოემბერს, გაიმართა ტრენინგები სტუდენტებისთვის. შეხვედრებზე ურბანული ბიომრავალფეროვნების ექსპერტებმა და სტუდენტებმა განიხილეს მოცემული საკითხი და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

ტრენინგები სტუდენტებისთვის თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

 

ტრენინგებზე სტუდენტებისთვის პრეზენტაციები გააკეთეს გარემოს დაცვის ექსპერტმა - ნინო სულხანიშვილმა თემაზე თბილისის ფლორა და თბილისის ზოოლოგიური პარკის წარმომადგენელმა - ნიკა ქერდიყოშვილმა თემაზე თბილისის ფაუნა. ტრენინგებს დაესწრო სხვადასხვა უნივერსიტეტის 30-ზე მეტი სტუდენტი და მაგისტრი. 

 

შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში და განიხილავდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებს თბილისის ურბანულ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. 

 

ტრენინგები სტუდენტებისთვის თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

 

კამპანიის #ბუნებაშენია მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ბიომრავალფეროვნების შესახებ, მათი ურბანული ბიომრავალფეროვნების საკითხებით დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა. კამპანია იმართება პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IbiS)” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია „გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)“ მიერ. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის მერია, თბილისის ბოტანიკური ბაღი, National Geographic, საბუკო.

 

ტრენინგები სტუდენტებისთვის თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ

22-11-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-12/1544705105_46514041_356125118266996_3410082279291092992_n-copy.jpg