ბუნების დღეები თბილისში

22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა !

წელს საკმაოდ ბევრი ღონისძიება ჩატარდა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო (UN) დღესთან დაკავშირებით, თუმცა ბუნების დღეების საწყისი ღონისძიება თბილისში გაიმართა 17 მაისს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.  


ბუნების დღეები თბილისში
ბუნების დღეები თბილისში 

 

ურბანული გარემოს გაფართოებასთან ერთად სწრაფად მცირდება მწვანე საფარი და მათ ანაცვლებს ბეტონის, გზებისა და მანქანების დიდი რაოდენობა. 

საბოლოოდ ამ ყველაფერს თბილისის ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და ცოცხალი გარემოს დეგრადაციის მწარე რეალობამდე მივყავართ. ამავდროულად, თბილისი მაინც რჩება მდიდარ ქალაქად ბიომრავალფეროვნების კუთხით. 

საზოგადოდ აღიარებულია, რომ ქალაქები, სადაც ფუნქციონირებადი ეკოსისტემები არსებობს, უკეთეს საცხოვრებელს წარმოადგენს ადამიანთათვის. ურბანული გამწვანება ებრძვის ჰაერის დაბინძურებას და ხმაურს, შეისრუტავენ წვიმის წყალს, რომელიც სხვაგვარად, შესაძლოა გახდეს წყალდიდობის საფუძველი, ან წარმოქმნას ადგილობრივი ველური ბუნება. 

თბილისში ბუნების ეკოლოგიური და სოციალური მნიშვნელობის გააზრება და არსებული მწვანე საფარის დაცვა და დაფასება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისში ბიომრავალფეროვნების ხელშესაწყობად. 

 

2018 წელს დაარსდა ურბანული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის ქსელი, რომელშიც შედიან ბუნების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC), თბილისის მერია, ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თბილისის ზოოპარკი, არასამთავრობო ორგანიზაციები, National Geographic საქართველო, EcoVision საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის (საბუკო), მეცნიერების, გარემოს დაცვის, და განვითარების (SEED), და დოკუმენტური კინოს კომპანია ეკოფილმსი. მოხდა საპარტნიორო ქსელის ინიცირება და მან მიიღო მხარდაჭერა ინტეგრირებული ბიომრავალფეროვნების მენეჯმენტისგან, გერმანიის მთავრობის სამხრეთ კავკასიის GIS-ის პროგრამისგან. 

საპარტნიორო ქსელის მუშაობამ წარმოაჩინა, რომ ისეთი მწვანე ინიციატივები, როგორებიცაა სარეკრეაციო აქტივობები, ეკო-ტურიზმი და ბუნებისმცოდნეობის შესახებ განათლება, სათანადო წესით უნდა დაინერგოს, რათა ხელშეწყობილ იქნას ბიომრავალფეროვნების გადარჩენის პროცესი. შესაბამისად, 2018 წელს დაწყებულ იქნა ურბანული მრავალფეროვნების კამპანია, თბილისის მაცხოვრებლებს შორის ურბანული ბუნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. 

 

17-05-2019
http://ecovision.ge/uploads/posts/2019-05/1559225004_61772856_602874873534389_7784693563337474048_n.jpg