თამაში თბილისის ბოტანიკურ ბაღში

2019 წლის 31 მაისს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა პროექტი- "თამაში ბოტანიკურ ბაღში", რომელიც ჩატარდა თბილისის ბოტანიკური ბაღის, არასამთავრობო ორგანიზაცია - "ეკოხედვა - EcoVision"-ის ფარგლებში, "გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. 

პროექტი 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, თბილისის 52-ე სკოლის ხელმძღვანელობით, რომელსაც თანამშრომლობას უწევს "საზღვარგარეთ გერმანული ენის სწავლების ცენტრი". პროექტის ფარგლებში გაერთიანებულია 10 გერმანულ ენოვანი სკოლა. ესენია : თბილისის 52-ე საჯარო სკოლა, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, თბილისის 195-ე საჯარო სკოლა, ვალდორფის სკოლა, თბილისის 21-ე საჯარო სკოლა, თბილისის 20-ე საჯარო სკოლა, თბილისის 83-ე საჯარო სკოლა, ანი-Zet რობერტ შუმანის ევროპული სასწავლებელი, ქართული სასწავლებელი და სასწავლო ცენტრი ჯი-ელ-სი.

თამაში თბილისის ბოტანიკურ ბაღში
თამაში თბილისის ბოტანიკურ ბაღში

თითოეული სკოლიდან პროექტში მონაწილეობა მიიღო 6-მა მოსწავლემ. მათ გადასცეს თბილისის ბოტანიკური ბაღის რუკა და დღის განმავლობაში შესასრულებელი ჰქონდათ 5 დავალება : ქვეყანათმცოდნეობა, ბოტანიკა, ლექსიკა, ზღაპრები და სპორტი. 

ბოტანიკის დავალების შესრულებისას, მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ თბილისში გავრცელებული სხვა და სხვა ფრინველების ხმები. არასამთავრობო ორგანიზაცია - "ეკოხედვა - EcoVision-მა"  თითოეული მონაწილე დაასაჩუქრა გარემოსდაცვითი კომიქსებით, კალენდრებით, სამახსოვრო წიგნაკებითა და სტიკერებით. 

 

თითოეული დავალების შესრულებისას მონაწილეები აგროვებდნენ  ქულებს, დღის ბოლოს კი დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით, გამარჯვებული გახდა  თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა.

თამაში თბილისის ბოტანიკურ ბაღში

31-05-2019
http://ecovision.ge/uploads/posts/2019-06/1559402302_61791323_458836051546914_6710395085806108672_n.jpg