ეკობანაკი - თუშეთი 2017

2017 წლის 1 აგვისტოდან 7 აგვვისტომდე,  თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყო საზაფხულო ეკობანაკი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებითა და "მოქალაქეს" მხარდაჭერით. ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სკოლის მოსწავლემ - გადაცემის "ეკოვიზია" ვიქტორინის, პროექტის "SPAPE" კონკურსის, ორგანიზაციის "მოქალაქე" სამოქალაქო ოლიმპიადისა და კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულმა ბავშვებმა.

 

 ეკობანაკის პროგრამაში ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, თემატური ტრენინგები და კვლევითი სამუშაოები, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თამაში და სათავგადასავლო მოგზაურობა. ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში. 1 სრულო დღის განმავლობაში ეკობანაკელები იყვნენ ცხენ ტურზე და მათ 10 კილომეტრზე მეტი, ცხენებით იჯირითეს. მარშუტი გახლდათ სოფელ ზემო ომალოდან ორეთის ტბამდე.

ეკობანაკი - თუშეთი 2017
ეკობანაკი - თუშეთი 2017
ეკობანაკი - თუშეთი 2017
ეკობანაკი - თუშეთი 2017 

მოსწავლეები 1 კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ სოფელ ომალოში. მათ დაათვალიერეს ისეთი ისტორიული ადგილები და სოფლები, როგორებიცაა: შენაქო, დიკლო, დართლო, ბოჭორნა, ფარსმა და სხვა. 

 

 გარემოსდაცვით თემებზე პოპულარული ლექციები წაიკითხეს ამ დარგის პროფესორებმა და ექსპერტებმა. 

 

 ეკობანაკის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება შემდეგი გარემოსდაცვითი მიმართულებებით:

 

- ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა;

-ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა;

-განახლებადი ენერგია, ენერგიის დაზოგვა/ენერგოეფექტურობა;

-ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპების დანერგვა;

-ბუნებაში ორიენტაციის უნარი; ბუნებაში  მოქცევა და უსაფრთხოების წესების დაცვა;

- სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.

 

 

 

1-08-2017
http://ecovision.ge/uploads/posts/2019-06/1559564517_22195348_1684688021551001_2270515422460146920_n.jpg