"კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)- ის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ეკოსკოლა სალიბაურის 300 მონაწილეს ჩაუტარდა ტრენინგი ნარჩენების მდგრად მართვასა და კომპოსტირების შესახებ. მოსწავლეები ტრენერის დახმარებით ამუშავებდნენ ქაღალდს და მიიღეს ინფორმაცია ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ნარჩენების შემცირების პროცესის დანერგვის შესახებ. მათ გაიგეს როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში კომპოსტის დამზადება და ის, თუ რა სარგებელი აქვს კომპოსტს და ზოგადად ბიოლოგიური ნარჩენების სწორედ გადამუშავებას.
#აკომპოსტე