ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებში კომპოსტერების აწყობის აქტივობა დაიწყო !

პროექტის "კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის 21 სკოლაში დაიწყო საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ სკოლებში კომპოსტერების აწყობას.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებში კომპოსტერების აწყობის აქტივობა დაიწყო !

"კავშირი მდგრადი განვითარებისთვის - ეკოხედვა-Ecovision"-ის თანამშომლები აქტიურად არიან პროექტში ჩართულები და მაქსიმალურად ცდილობენ ყველა მოსწავლესთვის გასაგები გახდეს კომპოსტის მნიშვნელობა და მისი აწყობის მეთოდი.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებში კომპოსტერების აწყობის აქტივობა დაიწყო !

აღნიშნული პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში. ესენია: სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა, სოფელ ხანჯის საჯარო სკოლა, სოფელ ზეგნის N1 საჯარო სკოლა, სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლა, სოფელ საკრაულის საჯარო სკოლა, სოფელ დიმის N1 საჯარო სკოლა და სოფელ დიმის საჯარო სკოლა

პროექტი მიზნად ისახავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ნარჩენების შემცირების პროცესის დანერგვას, ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას კომპოსტირების სარგებელისა და ბიოლოგიური ნარჩენების სწორად გადამუშავების შესახებ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებში კომპოსტერების აწყობის აქტივობა დაიწყო !

"კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)- ის ფინანსური მხარდაჭერით.

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებში კომპოსტერების აწყობის აქტივობა დაიწყო !

#აკომპოსტე 

22-10-2019
http://ecovision.ge/uploads/posts/2019-10/1571756880_74466975_537087953778080_869419874563129344_n.jpg