პლასტმასის მეორე სიცოცხლე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვისა“ და ლუდი „კორონას“ ორგანიზებით, 16 აგვისტოს,  „ივერიის სანაპიროზე“  გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის პირთა ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მდგრადი მართვისა და მათი ხელმეორედ გამოყენების ხერხების გაცნობის გზით.

ღონისძიების ფარგლებში, „ეკოხედვის“ ტრენერებმა სანაპიროს სტუმრებს პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამუშავების  მასტერკლასები ჩაუტარეს.   მონაწილეებმა ისწავლეს მეორადი ბოთლების ნაწილებისაგან ბრასლეტების, ყელსაბამებისა და „პუფების“ დამზადება.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეების უკუკავშირმა ცხადყო,რომ მათ გაიაზრეს გარემოს დასაცავად ნარჩენების მდგრადი მართვის სასიცოცხლო მნიშვნელობა. 

 

17-09-2020
https://media-exp1.licdn.com/dms/image/C4D22AQGXCcVQ-xQTHw/feedshare-shrink_1280-alternative/0?e=1603324800&v=beta&t=jMjnnspcL9zfrQthYoxxYHm4T5-tb1bvmt3WYuMRLl0