საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტი ქვეშეთის სკოლაში

2021 წლის სექტემბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვასთან (EcoVision) პარტნიორობით, ქვეშეთის სკოლაში, გარემოსდაცვითი ინფორმირებულობის მიზნით, საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.

 

საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტი ქვეშეთის სკოლაში 

პროექტის მიზანია ქვეშეთის თემის ახალგაზრდობის და ზოგადად ხადას ხეობის მოსახლეობის ინფორმირება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ გარემოსდაცვითი გამოწვევებზე, ადგილობრივ გარემოსდაცვით პრობლემებზე და საზოგადოების როლზე გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში. პროექტის ფარგლებში, ქვეშეთის სკოლის უფროსკლასელებს გარემოსდაცვითი თემატიკის 5 ლექცია ჩაუტარდებათ. სკოლის ეკოკლუბს გადაეცემა გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო მასალები. ჩატარდება სხვადასხვა წამახალისებელი კონკურსები. დაინტერესებული მოსწავლეების და მასწავლებლებისთვის მოეწყობა ვიზიტები უშუალოდ სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ვიზიტის მონაწილეები გაეცნობიან საგზაო ინფარსტრუქტურის მოწყობის უახლეს ტექნოლოგიებისა და მიდგომების. ასევე შეაფასებენ პროექტთან დაკავშირებულ გარმოსდაცვით რისკებს.

პროექტი ხელს შეუწყობს, მოსწავლეების, მასწავლებლების და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პორექტის შესახებ და მის შესაძლო ზეგავლენას გარემოზე. პროექტის მონაწილეები ასევე გაეცნობიან პროექტთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებს.

 

სასკოლო პროექტი ხორციელდება ქვეშეთი -კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში.

16-02-2022
http://ecovision.ge/uploads/posts/2022-02/1644992695_maxresdefault.jpg