შეხვედრა ქვეშეთის საჯარო სკოლაში

11 თებერვალს საგანმანათლებლო გარემოსდაცვითი პროექტის  ფარგლებში ქვეშეთის საჯარო სკოლაში, შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა ქვეშეთის საჯარო სკოლაში
შეხვედრა ქვეშეთის საჯარო სკოლაში
შეხვედრა ქვეშეთის საჯარო სკოლაში

 

შეხვედრას მოსწავლეების გარდა მასწავლებლები და სკოლის დირექციაც დაესწრო. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართვლოში, მის მაღალმთიან რეგიონებში და კერძოდ მთიულეთის მხარეში, მოსალოდნელი რისკები და ამ რისკების შერბილების შესაძლებლობები.

ასევე განხილული იქნა სკოლაში ეკოკლუბის ჩამოყალიბების და ფუნქციონირების საკითხი. დირექციასთან ერთად დაიგეგმა „ეკოხედვის“ სპიკერების ლექციების განრიგი, ექსკურსიები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები.

შეხვედრას ესწრებოდა ქვეშეთის საჯარო სკოლის  25 მოსწავლე და 5 მასწავლებელი

შეხვედრა ქვეშეთის საჯარო სკოლაში

23-02-2022
http://ecovision.ge/uploads/posts/2022-02/1645601847_272542469_190729206594767_6116025137228785779_n.jpg