2017 წლის 29 აპრილს, 10 საათზე, საქართველოში პირველად, გაიმართება ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის“. ფორუმის დამფუძნებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა/EcoVision“. ფორუმი ჩატარდება თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: გიორგი წერეთლის ქუჩა #1). ღონისძიება გაგრძელდება 15 საათამდე. 

28-04-2017

21 ივნისს, 19.00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვა/EcoVision" და ა.შ.შ-ს საელჩო საქართველოში გიწვევთ ეკოფილმების ფესტივალზე, რომელიც გაიმართება მულტიმედია განათლების ცენტრში (MEC), მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა #10ა (ოპერის მოპირდაპირე მხარეს). 

19-06-2016

2016 წლის 7 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, KfW - გერმანიის განვითარების ბანკი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ სპონსორ პარტნიორებთან ერთად აწყობენ „დასუფთავების დღეს“. 

6-05-2016

13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, "ევროპის სახლში", შვედეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვა/EcoVision" ორგანიზებით, "შვედეთის გარემოს დაცვის დღეები საქართველოში" დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მარტინა ქუიქი გახსნის.

მის.: თავისუფლების მოედანი N#1

12-10-2015

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, CENN და ICMA გიწვევთ 2015 წლის 22 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში (კოსტავას #64) დედამიწის დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა და ენერგოეფექტურობა.

20-04-2015

2015 წლის 14 მარტს, 15 საათზე, ქ. თბილისის დენდროლოგიურ პარკში (თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია) დაიწყება თბილისის ფართომასშტაბიანი გამწვანების კამპანია. ღონისძიებას მართავს ქ. თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციების: „მოქალაქე“ და „ეკოხედვა/EcoVision“ მხარდაჭერით.

13-03-2015

2014 წლის 28 ნოემბერს, 17 საათზე, ქ. თბილისში, სასტუმრო „რედისონის“ №5 დარბაზში, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო" ფარგლებში, გაიმართება კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

27-11-2014

27 სექტემბერს, 1 საათზე, ვაკის პარკში, „ევროკავშირის კულტურის კვირეულის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision’ მართავს გარემოსდაცვით შემეცნებით აქციას სკოლის მოსწავლეებისათვის. ღონისძიების თემაა მოსწავლეების გარემოსდაცვითი ინფორმირებულობის გაზრდა ხელოვნების გზით.

24-09-2014

24 მაისს, 1 საათზე, ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად დიღმის ტყე-პარკში ჩატარდება სასკოლო აქცია. ღონისძიებაზე დაირგვება ხეები, მოეწყობა დასუფთავების აქცია, მოხდება ნარჩენების სეპარაცია, დაჯილდოვდებიან სახალისო კონკურსის გამარჯვებულები, გაიმართება ვიქტორინა, აქციის წამყვანები მოსწავლეებთან ერთად იმღერებენ სიმღერებს ენერგიის დაზოგვის შესახებ.

20-05-2014

2014 წლის 5 მაისს, 12 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ECOVISION/ეკოხედვას შორის გარემოსდაცვითი განათლების სფეროში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 

4-05-2014