ორგანიზაციის წევრობა

კავშირს მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION” შეიძლება ჰყავდეს სრული, ასოცირებული და საპატიო წევრები.

 

ორგანიზაციის სრულ წევრს უფლება აქვს:

  • მონაწილეობდეს ორგანიზაციის საერთო კრების მუშაობაში;
  • აირჩიოს და არჩეულ იქნეს ორგანიზაციის მმართველობით ორგანოებში;
  • კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობაში;
  • მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
  • ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
  • ატაროს ორგანიზაციის ემბლემა.

 

ორგანიზაციის ასოცირებულ წევრს უფლება აქვს:

  • კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობაში;
  • მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
  • ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

 

ორგანიზაციის წევრი მოვალეა:

  • დაიცვას ორგანიზაციის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ  მიღებული გადაწყვეტილებები;
  • გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
  • შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში;
  • გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით. 

 

ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

  • საკუთარი განცხადების საფუძველზე;
  • გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;
  • გარდაცვალებისას. 

 

საერთო კრების გადაწყვეტილებით ორგანიზაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ორგანიზაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

ორგანიზაციის წევრი სხვადასხვა სტატუსით (სრული, ასოცირებული, საპატიო წევრი) შეიძლება გახდეს მისი საქმიანობით დაინტერესებული, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების ნებისმიერი მოქალაქე, ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს და სურს მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მათ მხოლოდ ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭებათ.

 

ორგანიზაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის გამგეობას. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე წევრობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის სამი სრული წევრის წერილობითი რეკომენდაცია.

 

პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ორგანიზაციის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ორგანიზაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

 

დაინტერესებისა და ორგანიზაციის ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია პირი ჩაერთოს ორგანიზაციის მოხალისეთა ქსელის მუშაობაში, ამისათვის საჭიროა ორგანიზაციის სამდივნოსთან დაკავშირება.