2017 წლის 13 ივლისს, საქართველოს ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძესთან ერთად სალიბაურის ეკობანაკს ესტუმრა. სტუმრები გაეცნენ ბანაკის პროგრამას, გაესაუბრნენ ბანაკის ლიდერებსა და მონაწილეებს.

13-07-2017

2017 წლის 4 ივლისს, პროექტის „ისწავლე, გაუზიარე, გააკეთე უფრო მწვანე თბილისისთვის“ ფარგლებში, 183-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა სკვერი. 183-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა აღნიშნულ პროგრამაში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა სკვერის დაარსებისთვის. სკვერის მოწყობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.

 

4-07-2017

2017 წლის 22 ივნისს დაიწყო საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision“ ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია „მოქალაქეს“ მხარდაჭერით. ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 2000-მდე სკოლის მოსწავლე - პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადის, კამპანიის „დაზოგე წყალი“ გამარჯვებული მოსწავლეები და ასევე განათლების სამინისტროს პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ მონაწილე ბავშვები. 

3-07-2017

პროექტის „SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სასკოლო კონკურსი. მასში 20-მდე ქვეყნიდან სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას და ცდილობენ თავიანთი გამოცდილება და რეკომენდაციები შესთავაზონ ფართო აუდიტორიას თუ როგორ დაზოგონ ენერგია და როგორ გამოიყენონ ის უფრო ეფექტურად.

9-06-2017

2017 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, "ეკოხედვამ/EcoVision" ჩაატარა საერთაშორისო სასკოლო ვიდეოკონკურსის "გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები" ეროვნულ დონეზე გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. კონკურსი ჩატარდა პროექტის „SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. 

5-06-2017

2017 წლის 4 ივნისს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, კამპანიის „დაზოგე წყალი“ დახურვის ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, თბილისის ზღვა დედაქალაქის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი ობიექტი და სისტემის განუყოფელი ნაწილია.

4-06-2017

2017 წლის 3 ივნისს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, კამპანიის „დაზოგე წყალი“ მონაწილე გუნდები ერთმანეთს სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის გუნდმა gwp-ოლიმპიადის ბოლო, სახალისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი მოიცავდა როგორც სპორტულ თამაშებს წყლის დაზოგვასთან დაკავშირებით, ისე შემეცნებით ეკოვიქტორინას.

3-06-2017

2017 წლის 19 მაისს, "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით, პროექტის "SPARE" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თბილისის #45 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის. მასში მონაწილეობა მიიღო 20-მდე მოსწავლემ. 

24-05-2017

2017 წლის 11 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ ჩაატარა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და გამგეობის თანამშრომლებისთვის. ტრენინგი ჩატარდა პროექტის „აჭარის სკოლების ცნობიერების ამაღლება ტყის დაცვის მიზნით“ ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დაფინანსებით. პროექტის სლოგანია „გადაარჩინე ხე, შეინარჩუნე ტყე!“

22-05-2017

2017 წლის 17-18 მაისს, თბილისში, ჩატარდა 2-დღიანი კონფერენცია კლიმატის ცვლილების ადაპტაციის თემაზე. ღონისძიება გაიამართა “კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში” – მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების ადაპტაციის და მდგრადობის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რომელიც მიღებულია მცირე საადაპტაციო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზით სომხეთში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში, პროგრამის “კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში” ფარგლებში.

 

19-05-2017

2017 წლის 11 მაისს, თბილისში, გაიმართა მედიაკონკურსის „კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ დაჯილდოების ცერემონია. კონკურსი ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“, "კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში" - მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. რეგიონულ პროექტს კოორდინაციას უწევს ავსტრიის წითელი ჯვარი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებლები არიან ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის წითელი ჯვარი.

11-05-2017

2017 წლის 29 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, გაიმართა ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის“. ფორუმის დამფუძნებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა/EcoVision“. ფორუმი მიზნად ისახავს,  ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და მათ ინფორმირებას მდგრადი განვითარების საკითხებზე. ფორუმი წარმოადგენს სადისკუსიო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის. 

29-04-2017

2017 წლის 25 აპრილს, სასტუმრო „ციტრუსში“, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა მრგვალი მაგიდის შეხვედრა თემაზე - ცნოებიერების ამაღლების ინტერვენციები კლიმატური ცვლილებების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ წარმომადგენლები მერაბ შარაბიძე და ქეთი ჟვანია. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: „ცნოებიერების ამაღლების ინტერვენციები მცირე საადაპტაციო პროექტების საშუალებით”.

25-04-2017

2017 წლის 22 აპრილს, თბილისში, ვაკის პარკში, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, დედამიწის დღის აღსანიშნი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“. ღონისძიების მიზანი გარემოს დაცვის ხელშეწყობაა. 

22-04-2017

2017 წლის 5-12 აპრილს, კამპანიაში „დაზოგე წყალი“ ჩართული სკოლების მოსწავლეთათვის გაიმართა ტრენინგები და ეკოვიქტორინა. მასში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ბავშვმა ვარკეთილის რაიონის 16 სკოლიდან. პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაეცნენ წყლის რესურსის მნიშვნელობას და მის მდგრად მოხმარებას. ტრენინგებზე მიღებული ცოდნის შესაფასებლად ჩატარდა ეკოვიქტორინა, რომელშიც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები. 

13-04-2017

„დედამიწის საათი 2017“-ის აღნიშვნას საქართველოში სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეკოლუბელების ინიციატივით, 25 მარტს, დედამიწის საათის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა სკოლის ეზოში. აქციის ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ 1 საათით უარი თქვა ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეკოკლუბელებმა, ასევე უზრუნველყვეს ლელოვანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების გათიშვა 1 საათით. 

4-04-2017

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 15წინ