ვინ ვართ ჩვენ

კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წელს დაარსდა. კავშირის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

 

ორგანიზაციის მისია: გრძელვადიანი ხედვისა და მენტალიტეტის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების პოლიტიკის დანერგვა და ამით ადამიანის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება ბუნებაზე, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა, მდგრადი განვითარებისთვის გარემოსაცვითი განათლების ხელშეწყობა. 

 

ორგანიზაციის მიზნები: მდგრადი განვითარების კონცეფციების დანერგვა, განახლებადი და სუფთა ენერგიის, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყაროს პოპულარიზაცია, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, სხვადასხვა დაცული ტერიტორიის შექმნაში მონაწილეობა, რაც მოიცავს ბიომრავალფეროვნების, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტა საზოგადოების მონაწილეობით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით და ადგილობრივი ადამიანური რესურსების გამოყენებით, მათი პროფესიული და პრაქტიკული შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიური გამოწვევების წარმატებით დაძლევის შესაძლებლობას. მოზარდების გარემოსდაცვითი განათლების დონის გაუმჯობესება და ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

 

ორგანიზაციას “ეკოხედვა/ECOVISION” დაარსების დღიდან, გარემოს დაცვის სფეროში, შესრულებული აქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული 50-ზე მეტი პროექტი.