2017 წლის 3 ივნისს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, კამპანიის „დაზოგე წყალი“ მონაწილე გუნდები ერთმანეთს სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. ვარკეთილის დასახლების 16-ვე სკოლის გუნდმა gwp-ოლიმპიადის ბოლო, სახალისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი მოიცავდა როგორც სპორტულ თამაშებს წყლის დაზოგვასთან დაკავშირებით, ისე შემეცნებით ეკოვიქტორინას.

3-06-2017

2017 წლის 19 მაისს, "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით, პროექტის "SPARE" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თბილისის #45 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის. მასში მონაწილეობა მიიღო 20-მდე მოსწავლემ. 

24-05-2017

ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა - მასწავლებლის სახელმძღვანელო. იხილეთ დოკუმენტი 

24-05-2017

ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა - მოდული პროფესიული სასწავლებლებლებისათვის

იხილეთ დოკუმენტი 

24-05-2017

2017 წლის 11 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ ჩაატარა ტრენინგი ტყეების მნიშვნელობის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და გამგეობის თანამშრომლებისთვის. ტრენინგი ჩატარდა პროექტის „აჭარის სკოლების ცნობიერების ამაღლება ტყის დაცვის მიზნით“ ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დაფინანსებით. პროექტის სლოგანია „გადაარჩინე ხე, შეინარჩუნე ტყე!“

22-05-2017

2017 წლის 17-18 მაისს, თბილისში, ჩატარდა 2-დღიანი კონფერენცია კლიმატის ცვლილების ადაპტაციის თემაზე. ღონისძიება გაიამართა “კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში” – მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების ადაპტაციის და მდგრადობის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რომელიც მიღებულია მცირე საადაპტაციო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზით სომხეთში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში, პროგრამის “კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში” ფარგლებში.

 

19-05-2017

2017 წლის 11 მაისს, თბილისში, გაიმართა მედიაკონკურსის „კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ დაჯილდოების ცერემონია. კონკურსი ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“, "კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში" - მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. რეგიონულ პროექტს კოორდინაციას უწევს ავსტრიის წითელი ჯვარი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებლები არიან ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის წითელი ჯვარი.

11-05-2017

2017 წლის 29 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, გაიმართა ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის“. ფორუმის დამფუძნებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა/EcoVision“. ფორუმი მიზნად ისახავს,  ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და მათ ინფორმირებას მდგრადი განვითარების საკითხებზე. ფორუმი წარმოადგენს სადისკუსიო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის. 

29-04-2017

2017 წლის 29 აპრილს, 10 საათზე, საქართველოში პირველად, გაიმართება ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის“. ფორუმის დამფუძნებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა/EcoVision“. ფორუმი ჩატარდება თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: გიორგი წერეთლის ქუჩა #1). ღონისძიება გაგრძელდება 15 საათამდე. 

28-04-2017

2017 წლის 25 აპრილს, სასტუმრო „ციტრუსში“, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა მრგვალი მაგიდის შეხვედრა თემაზე - ცნოებიერების ამაღლების ინტერვენციები კლიმატური ცვლილებების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ წარმომადგენლები მერაბ შარაბიძე და ქეთი ჟვანია. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: „ცნოებიერების ამაღლების ინტერვენციები მცირე საადაპტაციო პროექტების საშუალებით”.

25-04-2017

2017 წლის 22 აპრილს, თბილისში, ვაკის პარკში, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, დედამიწის დღის აღსანიშნი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“. ღონისძიების მიზანი გარემოს დაცვის ხელშეწყობაა. 

22-04-2017

2017 წლის 5-12 აპრილს, კამპანიაში „დაზოგე წყალი“ ჩართული სკოლების მოსწავლეთათვის გაიმართა ტრენინგები და ეკოვიქტორინა. მასში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ბავშვმა ვარკეთილის რაიონის 16 სკოლიდან. პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაეცნენ წყლის რესურსის მნიშვნელობას და მის მდგრად მოხმარებას. ტრენინგებზე მიღებული ცოდნის შესაფასებლად ჩატარდა ეკოვიქტორინა, რომელშიც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები. 

13-04-2017

„დედამიწის საათი 2017“-ის აღნიშვნას საქართველოში სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეკოლუბელების ინიციატივით, 25 მარტს, დედამიწის საათის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა სკოლის ეზოში. აქციის ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ 1 საათით უარი თქვა ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეკოკლუბელებმა, ასევე უზრუნველყვეს ლელოვანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების გათიშვა 1 საათით. 

4-04-2017

2017 წლის 31 მარტს, კამპანიაში „დაზოგე წყალი“ ჩართული სკოლების პედაგოგებისთვის გაიმართა ტრენინგი. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით ჩატარდა. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, მის წარმართვასა და მიზნებზე. მათ ასევე მოისმინეს პრეზენტაცია წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე. 

3-04-2017

აშშ-ს სატყეო სამსახური (USFS), აშშ-ს განვითარების სააგენტოსა(USAID) და ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით აცხადებს პროგრამის „ისწავლე, გაუზაიარე, გააკეთე უფრო მწვანე თბილისისთვის“  მეორე ტურს. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია იმ ორგანიზაციებსა და განათლების სფეროში მოღვაწე სტრუქტურებზე, რომლებიც 7-22 წლის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობენ გარემოსადვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. 

3-04-2017

2017 წლის 22 მარტს, წყლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, დაიწყო ახალი პროექტი „დაზოგე წყალი“. პროექტის ორგანიზატორები არიან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision.” პროექტის მიზანია წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და ახალგაზრდების დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

22-03-2017