იხილეთ გამოცემის ელექტრონული ვერსია 

6-01-2017

იხილეთ გამოცემის ელექტრონული ვერსია

6-01-2017

იხილეთ გამოცემის ელექტრონული ვერსია

6-01-2017

2016 წლის დეკემბერში, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ეკოხედვა/EcoVision", განახორციელა პროექტი „ეკოახალგაზრდები პანკისის ხეობისთვის“. პროექტი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტსა და თბილისში ჩატარდა 4 შეხვედრა პანკისის ხეობის 7 სოფლის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 15-მდე პედაგოგმა და 40-მდე მოსწავლემ. 

23-12-2016

2016 წლის 2 დეკემბერს, "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით, პროექტის "SPARE" ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლების საბუნებისმეტყველო და ლანდშაფტის არქიტექტურის საგნების ლექტორებთან. მასში მონაწილეობა მიიღო 15-მდე პროფესორმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას უნივერსიტეტიდან და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან. 

2-12-2016

2016 წლის 17 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“, ასევე „ავსტრიის წითელი ჯვრის“ და „საქართველოს წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 3 საბავშვო ბაღს გადასცეს ენერგოეფექტური ღუმელები.

18-11-2016

11 ნოემბერს, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში, განახლებულ აღმაშენებელზე, ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” მიერ, საერთაშორისო სასკოლო პროექტის “SPARE” ფარგლებში.

11-11-2016

2016 წლის 3 ნოემბერს, "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით, პროექტის "SPARE" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თბილისის #45 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის. მასში მონაწილეობა მიიღო 35-მდე მოსწავლემ. 

3-11-2016

2016 წლის 3 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“, ასევე „ავსტრიის წითელი ჯვრის“ და „საქართველოს წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 3 საბავშვო ბაღს გადასცეს ენერგოეფექტური ღუმელები.

3-11-2016

2016 წლის 17 და 31 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ ჩაატარა ტრენინგები თბილისის 25-მდე სკოლის პედაგოგებისთვის ენერგოეფექტურობის თემაზე. შეხვედრა გაიმართ პროექტის SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ.  

31-10-2016

27-29 ოქტომბერს, „ეკოხედვას/EcoVision” წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ კიევში (უკრაინა) გამართულ კლიმატის სამოქმედო ქსელის (CAN – EECCA) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ შეხვედრაში „100% განახლებადი ენერგეტიკა“. 

30-10-2016

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვა/EcoVision" აცხადებს კონკურსს 2-დღიანი ტრენინგისთვის (2017 წლის 21-22 იანვარი), რომელიც ჩატარდება მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში. ტრენინგის თემაა "კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა". 

27-10-2016

2016 წლის 19, 20 და 21 ოქტომბერს „ეკოხედვას/EcoVision“ ოფისში ჩატარდა ტრენინგები ე.წ. კონკრეტულ ადგილზე მიმართული სწავლების პროექტების შესახებ (Place-Based Service Learning Projects). ტრენინგები გაიმართა აშშ-ს სატყეო სამსახურის (USFS) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ ორგანიზაციებმა და განათლების სფეროში მოღვაწე სტრუქტურებმა, რომლებიც 7-22 წლის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობენ გარემოსადვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე.

22-10-2016

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“, პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, შეიმუშავა გადაცემის „ეკოვიზია“ ახალი ფორმატი. გადაცემის საცდელი ვერსია ჩაიწერა თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

20-10-2016

აშშ-ს სატყეო სამსახური (USFS), აშშ-ს განვითარების სააგენტოსა(USAID) და ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით აცხადებს ახალ პროგრამას იმ ორგანიზაციებისა და განათლების სფეროში მოღვაწე სტრუქტურებისათვის, რომლებიც 7-22 წლის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობენ გარემოსადვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. პროგრამა ისწავლე, გაუზიარე, გააკეთე უფრო მწვანე თბილისისთვის უზრუნველყოფს ისეთი პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართვით მათი სკოლების, სამეზობლოს და/ან ზოგადად ქალაქის გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს პროექტში ჩართული ახალგაზრდების სწავლება. 

9-10-2016

2016 წლის 5 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“, ასევე „ავსტრიის წითელი ჯვრის“ და „საქართველოს წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს.  მათ სოფლის საბავშვო ბაღს გადასცეს 6 ენერგოეფექტური ღუმელი. აღნიშნულ საბავშვო ბაღში 70 აღსაზრდელია. 

5-10-2016