გადაცემის თემაა: ხეების ხმობა თბილისში, 21.02.2016
"ეკოვიზია" საბავშვო შემეცნებითი ტელეპროექტია.
ყოველ კვირას დილის 12 საათზე და განმეორებით ყოველ შაბათს 12 საათზე ტელეკომპანია GDS-ზე, საერთაშორისო სასკოლო პროექტის 'SPARE' ფარგლებში, გადის შემეცნებითი გარემოსდაცვითი გადაცემა "ეკოვიზია."
გადაცემის თემაა: სოციალური მწერები, 14.02.2016
"ეკოვიზია" საბავშვო შემეცნებითი ტელეპროექტია.
ყოველ კვირას დილის 12 საათზე და განმეორებით ყოველ შაბათს 12 საათზე ტელეკომპანია GDS-ზე, საერთაშორისო სასკოლო პროექტის 'SPARE' ფარგლებში, გადის შემეცნებითი გარემოსდაცვითი გადაცემა "ეკოვიზია."
გადაცემის თემაა: ბუნება და ადამიანი, 07.02.2016
"ეკოვიზია" საბავშვო შემეცნებითი ტელეპროექტია.
ყოველ კვირას დილის 12 საათზე და განმეორებით ყოველ შაბათს 12 საათზე ტელეკომპანია GDS-ზე, საერთაშორისო სასკოლო პროექტის 'SPARE' ფარგლებში, გადის შემეცნებითი გარემოსდაცვითი გადაცემა "ეკოვიზია."
გადაცემის თემაა: სახიფათო ნარჩენები, 31.01.2016
"ეკოვიზია" საბავშვო შემეცნებითი ტელეპროექტია.
ყოველ კვირას დილის 12 საათზე და განმეორებით ყოველ შაბათს 12 საათზე ტელეკომპანია GDS-ზე, საერთაშორისო სასკოლო პროექტის 'SPARE' ფარგლებში, გადის შემეცნებითი გარემოსდაცვითი გადაცემა "ეკოვიზია."
გადაცემის თემაა: ნადირობა და ბრაკონიერობა, 24.01.2016
"ეკოვიზია" საბავშვო შემეცნებითი ტელეპროექტია.
ყოველ კვირას დილის 12 საათზე და განმეორებით ყოველ შაბათს 12 საათზე ტელეკომპანია GDS-ზე, საერთაშორისო სასკოლო პროექტის 'SPARE' ფარგლებში, გადის შემეცნებითი გარემოსდაცვითი გადაცემა "ეკოვიზია."
გადაცემის თემაა: ბაღები, 10.01.2016
"ეკოვიზია" საბავშვო შემეცნებითი ტელეპროექტია.
ყოველ კვირას დილის 12 საათზე და განმეორებით ყოველ შაბათს 12 საათზე ტელეკომპანია GDS-ზე, საერთაშორისო სასკოლო პროექტის 'SPARE' ფარგლებში, გადის შემეცნებითი გარემოსდაცვითი გადაცემა "ეკოვიზია."
2016 წლის 27 მაისს, „ეკოხედვას/EcoVision” საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა საერთაშორისო სასკოლო ვიდეოკონკურსის „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“ ეროვნულ დონეზე გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. კონკურსი ჩატარდა პროექტის „SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში.
2016 წლის 21-22 მაისს, ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად (22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მოეწყო ეკოტური სკოლის მოსწავლეებისთვის. ეკოტური KfW - გერმანიის განვითარების ბანკის, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა, კამპანიის „დასუფთავების დღე არის ყოველდღე“ ფარგლებში.
2016 წლის 10-11 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ოფისში, ავსტრიის საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანიის „Pöyry Energy GmbH Hydro Consulting“ და „ეკოხედვას/Ecovision“ ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები „არაგვის გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემა“. ტრენინგები ჩაატარეს „Pöyry“-ის ექსპერტებმა: მარტინ ფუჰსმა და ჰარალდ კლინგმა. ტრენინგის ძირითადი თემა იყო „ვებგვერდზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემა მდინარე არაგვის აუზზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისა და წყლის რესურსების განვითარების შეფასების მიზნით“.
2016 წლის 8 მაისს, რიყის პარკში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩატარდა კამპანიის „დასუფთავების დღე არის ყოველდღე“ ეკოვიქტორინის ფინალური ტური. მასში მონაწილეობა მიიღეს კამპანიის ფარგლებში გამართულ მასშტაბურ დასუფთავების აქციებზე გამარჯვებულმა სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიება ჩატარდა KfW - გერმანიის განვითარების ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით.
2016 წლის 7 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, KfW - გერმანიის განვითარების ბანკმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ სპონსორ პარტნიორებთან ერთად მოაწყვეს „დასუფთავების დღე“. აქციის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რომ შეინარჩუნონ სუფთა ბუნება ნარჩენების გარეშე. ეს ღონისძიება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქციაა ამ სფეროში. დასუფთავების აქციები პარალელურად ჩატარდა 9 სხვადასხვა ლოკაციაზე თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში. დასუფთავების აქციებში მონაწილეობა მიიღო 500-მდე მოხალისემ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა და მასწავლებლებმა. დასუფთავების აქციები ჩატარდა: თბილისის ზღვაზე (3 ლოკაცია), ლისის ტბაზე (2 ლოკაცია), მამკოდაში, კავთისხევში, ბაზალეთის ტბაზე, ჯვრის მონასტერთან (მცხეთა).
2016 წლის 7 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, KfW - გერმანიის განვითარების ბანკი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ სპონსორ პარტნიორებთან ერთად აწყობენ „დასუფთავების დღეს“.
2016 წლის 4 მაისს პროექტის "SPARE" ფარგლებში, თბილისში, ჩატარდა ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე. შეხვედრა "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით გაიმართა და მას სხვადასხვა უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტი დაესწრო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, ა.შ.შ-ს საელჩოს საქართველოში დაფინანსებით, ატარებს ეკოფილმების ფესტივალს. ფესტივალის ფარგლებში იმართება მოკლემეტრაჟიანი გარემოსდაცვითი ფილმების კონკურსი.
კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი ფილმები საქართველოში ეკოტურიზმისა და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვა/EcoVision” საქართველოში ახლად ჩამოყალიბებულ გარემოსდაცვით და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს შეხვედრების და კონფერენციების მოწყობას უფასოდ. „ეკოხედვას/EcoVision“ თანამშრომლები მათ ასევე გაუწევენ კონსულტაციას პროექტის დაწერის და შესრულების პროცესში.
2016 წლის 26 აპრილს, World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიმართა სასკოლო კლუბების საპროექტო განაცხადების განხილვის მეორე ეტაპი, სადაც კომიტეტის წინაშე წარსდგა 9 საჯარო სკოლის ახალგაზრდები საინტერესო და მრავალფეროვანი საპროექტო იდეებით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision”წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგი ნარჩენებისა და ეკოტურიზმის შესახებ. მათ მოსწავლეებს და პედაგოგებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო სასკოლო პროექტის „SPARE” შესახებ.