2015 წლის 10 მაისს, თბილისში, ალექსანდრეს ბაღში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციამაც „ეკოხედვა/EcoVision” მიიღო მონაწილეობა, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში. ღონისძიების სტუმრებს შორის დარიგდა „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნები:  ქეთევან კალაძის ლექსების კრებულები „დედამიწის ჩივილი“, „დედამიწის დღე არის ყოველდღე“ და ზღაპარი „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“, ნარჩენების თემაზე შექმნილი გზამკვლევები ბავშვებისთვის, ასევე გადაცემის „ეკოვიზია“ კალენდრები.   

12-05-2015

2015 წლის 30 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკოკლუბს „დედამიწის ქომაგები" 1 წელი შეუსრულდა, რის აღსანიშნავადაც გარემოსდაცვითი აქცია ჩაატარეს. სკოლის სააქტო დარბაზში გამოიფინა მოსწავლეთა ნახატები გარემოსდაცვით თემაზე, ასევე მოეწყო ეკოკლუბის წევრების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა სახელწოდებით „ნივთების მეორე სიცოცხლე“ ნარჩენების მართვის თემაზე. 

10-05-2015

2015 წლის 5 მაისს, სასტუმროში „თბილისი მარიოტი", პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, შემაჯამებელი ეროვნული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა კვიკმა გახსნეს.

7-05-2015

2015 წლის 4 მაისს, ქ. თბილისის #167 საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით თემაზე ღია გაკვეთილი მოაწყო. მოსწავლეებმა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ჩაატარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” წარმომადგენლები.

6-05-2015

გთავაზობთ "საერთაშორისო სასკოლო პროექტების კონკურსი პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის" გამარჯვებულ პროექტებს

 

5-05-2015

2015 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკოკლუბის „დედამიწის ქომაგები" წევრებმა უმცროსკლასელებს ჩაუტარეს მინი ლექცია თუ რას აღნიშნავს და რატომ მსოფლიო 22 აპრილს. პატარებმა თავიანთი მოსაზრებები დაწერეს ფურცლებზე თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ დედამიწას და ამ თემის ირგვლივ  გაიმართა დისკუსია. შემდეგ ეკოკლუბის წევრებმა მოსახლეობასთან ჩაატარეს გამოკითხვა: „რას აღნიშნავს მსოფლიო 22 აპრილს?“ ეკოკლუბის წევრებმა გამოკითხვასთან ერთად გაავრცელეს მათ მიერ შექმნილი ბროშურები. 

27-04-2015

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 24 აპრილს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა ქ. თბილისის #161 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებთან. ბავშვებმა გაიგეს განსხვავება ნარჩენსა და ნაგავს შორის, ასევე მათ ჩაუტარდათ მასტერკლასები ნარჩენებისგან ახალი ნივთების აწყობაზე.

27-04-2015

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 23 აპრილს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეებთან. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა. 

27-04-2015

2015 წლის 22 აპრილს, თბილისის ზოოპარკში დედამიწის დღის აღსანიშნი სასკოლო აქცია ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) მიერ, თბილისის მერიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა და ენერგოეფექტურობა.

27-04-2015

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 16 აპრილს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა და ენერგოეფექტურობა.

16-04-2015

„დედამიწის საათი 2015“-ის აღნიშვნას საქართველოში სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საერთაშორისო პროექტში  „SPARE“ ჩართულმა სხვადასხვა სკოლის ეკოკლუბელებმა ამ დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი აქციები მოაწყვეს.

5-04-2015

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 1 აპრილს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ევროპული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებთან. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა.

3-04-2015

2015 წლის 23 მარტს, ფოთში წყლის რესურსების დღისადმი (21 მარტი) მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო. აქციაში მონაწილეობდნენ ფოთის მე-4, მე-5 საჯარო სკოლის და თამარ ფაჩულიას საავტორო გიმნაზიის მოსწავლეები, კოლხეთის ეროვნული პარკის მეცნიერ-თანამშრომლები და რეინჯერები, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის სპეციალისტები. ფოთის მე-4 საჯარო სკოლა ჩართულია პროექტის 'SPARE' ქსელში.

2-04-2015

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 31 მარტს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ქ. რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველი"-ს, მე-9-10 კლასის მოსწავლეებთან. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა.

1-04-2015

2015 წლის 28 მარტს, თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა აქცია „დედამიწის საათი“ – „ჩააქრე სინათლე ერთი საათით“.

1-04-2015

2015 წლის 28 მარტს, თბილისში, მრგვალ ბაღში, „დედამიწის საათი 2015“ აღინიშნა. ღონისძიებაზე გაიმართა ცეცხლოვანი შოუ და ცოცხალი მუსიკის კონცერტი. 

 

30-03-2015