2014 წლის 16 დეკემბერს, ქ. თბილისის #130 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნერგები“, საერთაშორისო პროექტის “SPARE” ფარგლებში გარემოსდაცვითი კონფერენცია გამართა. კონფერენციის მონაწილე მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხზე, მათ შორის: ენერგოდაზოგვის, ენერგოეფექტურობის, ალტერნატიული ენერგიის წყაროების, ბიომრავალფეროვნების შესახებ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს დადგმები ნარჩენების შესახებ.

 

23-12-2014

2014 წლის 16 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა ოზონის შრის დაცვის საინფორმაციო კამპანიის „მე ვიცავ ოზონს!“ დახურვის ცერემონიალი. აღნიშნული კამპანია ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, არასამათავრობო ორგანიზაციის „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოხედვა/EcoVision“ პარტნიორობით. 

20-12-2014

2014 წლის 5 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ოფისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ევროპისა და კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი მერი შეფერი და ადგილობრივი წარმომადგენლები ესტუმრნენ. 

18-12-2014

2014 წლის 13-14 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის „SPARE“ ფარგლებში, არმაზის ხეობაში მოეწყო ლაშქრობა. მასში მონაწილეობა მიიღო ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღისადმი (11 ნოემბერი) მიძღვნილი ვიდეო გზავნილების კონკურსის 10 საუკეთესო ვიდეოს ავტორმა 30-მდე მოსწავლემ. 

 

17-12-2014

2014 წლის 10-11 დეკემბერს, ჩატარდა შეხვედრები ლანჩხუთის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ. 

16-12-2014

2014 წლის 9 დეკემბერს, რადიო „შოკოლადის“ ეთერში გავიდა ახალი გადაცემა „მწვანე შოკოლადი“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ეკოხედვა/Ecovision“ ერთად მომზადდა, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში. ყოველ სამშაბათს, 17 საათიდან, შეგიძლიათ უსმინოთ რადიო „შოკოლადს“, ტალღაზე  98.5 FM და გაიგოთ ყველაფერი ნარჩენების შესახებ. 

9-12-2014

2014 წლის 4 დეკემბერს ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის (11 ნოემბერი) აღსანიშნავად, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სკოლაში „პოლიგლოტი“. შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში.

8-12-2014

2014-2015 წელს კონკურსის  თემაა: "ჩვენი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები გარემოს და კლიმატის შენარჩუნებისთვის".

6-12-2014

2014 წლის 26 ნოემბერს, ჩატარდა შეხვედრები საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ. 

5-12-2014

2014 წლის 3 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია „ჩემი გარემო“.

4-12-2014

2014 წლის 28 ნოემბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, გაიმართა კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

3-12-2014

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2014 წლის 24 ნოემბერს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგი - ლელა გელაძე. თემა: "ნარჩენები და ნაგავსაყრელები"

27-11-2014

2014 წლის 19 ნოემბერს, პროექტის SPARE  (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და თბილისის სამ საჯარო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმები, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკოგანათლების ხელშეწყობა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაზრდა გარემოს დაცვა/აღდგენაში.

25-11-2014

მოგმართავთ სკოლებს, ეკოკლუბებს, მოსწავლეებს, იჩქარეთ, ვიდეო გზავნილების კონკურსის დასრულებამდე დარჩა 5 დღე. 3 გამარჯვებული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ლაშქრობაში. ლაშქრობის შემდეგ გაიმართება კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი.

25-11-2014

2014 წლის 14-16 ნოემბერს, ქ. თბილისში, კავშირის მდგრადი განვითარებისთვის „ეკოხედვა/EcoVision” ორგანიზებით, გაიმართა რეგიონული სემინარი ალტერნატიული ენერგიის წყაროების პოტენციალისა და მათი გამოყენების პერსპექტივაზე საქართველოსა და აზერბაიჯანში. 

24-11-2014

2014 წლის 14-15 ნოემბერს, ჩატარდა შეხვედრები სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ. 

21-11-2014