2014 წლის 12 ნოემბერს, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა, რომლის მიზანი იყო ვარვარების და ფლუორესცენციური ნათურების ეკოლოგიური და ეკონომიური ალტერნატივების მოძიება. ბაქსვუდის სკოლა ჩართულია საერთაშორისო პროექტის "SPARE" ქსელში.

17-11-2014

2014 წლის 11 ნოემბერს, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოში, პროექტის “SPARE” ქსელში ჩართულმა სკოლებმა სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარეს.

12-11-2014

11 ნოემბერი, საერთაშორისო სასკოლო საგანმანათლებლო პროექტის SPARE  (პროექტი კლიმატის ცვლილების, ენერგიისა და რესურსების დაზოგვის შესახებ) ინიციატივით გამოცხადებულია ენერგიის დაზოგვის საერთაშორისო დღედ, რომელიც აღინიშნება 2008 წლიდან. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ხელისუფლების და საზოგადოების ყურადღების მიქცევა რესურსების რაციონალურად გამოყენების და ენერგიის განახლებადი წყაროების დანერგვის ხელშეწყობისკენ, რადგანაც ენერგიის დაზოგვა და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გარემოს დაცვას. ენერგოდაზოგვის პრობლემა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.

11-11-2014

2014 წლის 4 და 7 ნოემბერს, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად (11 ნოემბერი), ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თბილისის #16 და #183 საჯარო სკოლებში. შეხვედრები გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში.

 

7-11-2014

2014 წლის 6 ნოემბერს, ოზონის შრის დაცვის საინფორმაციო კამპანიის „მე ვიცავ ოზონს“ ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების კონსულტანტების ტრენინგი. აღნიშნული კამპანია ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) მიერ, არასამათავრობო ორგანიზაციის „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოხედვა/EcoVision“ პარტნიორობით. ღონისძიებას თბილისსა და რუსთავში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების „OK“, „ტექნო ბუმი“ და „ვესტელი“ 17 კონსულტანტი ესწრებოდა.

6-11-2014

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს ვიდეო გზავნილების კონკურსს სკოლებისთვის პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. 

4-11-2014

2014 წლის 31 ოქტომბერს, ოზონის შრის დაცვის საინფორმაციო კამპანიის „მე ვიცავ ოზონს“ ფარგლებში, თბილისში, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, გაიმართა სასკოლო შემეცნებითი გასართობი აქცია. აღნიშნული კამპანია ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) მიერ, არასამათავრობო ორგანიზაციის „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოხედვა/EcoVision“ პარტნიორობით. ღონისძიებას თბილისის 10 საჯარო სკოლის "SPARE” ეკოკლუბების წევრი მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

2-11-2014

2014 წლის 30 ოქტომბერს, #23 სკოლაში, ჩატარდა შეხვედრა თბილისის 28 საჯარო სკოლის 55 პედაგოგთან, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ. 

31-10-2014

2014 წელს ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღე 11 ნოემბერი ეძღვნება ენერგოეფექტურ განათებას.

24-10-2014

2014 წლის 18-20 ოქტომბერს, ქ. თბილისში, სასტუმროში „ძველი თბილისი“, კავშირის მდგრადი განვითარებისთვის „ეკოხედვა/EcoVision” ორგანიზებით, პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში გაიმართა რეგიონული სემინარი პედაგოგებისთვის. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 30-მდე პედაგოგმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი გამოცდილების შესახებ გარემოსდაცვითი განათლების სფეროში. 

21-10-2014

2014 წლის 9 ოქტომბერს, ოზონის შრის დაცვის საინფორმაციო კამპანიის „მე ვიცავ ოზონს“ ფარგლებში, თბილისის #51 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული კამპანია ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) მიერ, არასამათვრობო ორგანიზაციის კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოხედვა/EcoVision პარტნიორობით. ღონისძიებას თბილისის 10 საჯარო სკოლის  ‘SPARE” ეკოკლუბების წევრი მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

12-10-2014

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2014 წლის 6 ოქტომბერს,  პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თბილისის 20-მდე საჯარო სკოლის პედაგოგებთან.

7-10-2014

2014 წლის 4 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/Ecovision" ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა. „ეკოხედვის/Ecovision" კარავს ბევრი ადამიანი ესტუმრა და გაეცნო წარმოდგენილ წიგნებს, ბუკლეტებს, ბროშურებსა და თამაშებს გარემოს დაცვის შესახებ. 

6-10-2014

2014 წლის 27 სექტემბერს, ვაკის პარკში, „ევროკავშირის კულტურის კვირეულის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ გამართა გარემოსდაცვითი შემეცნებითი აქცია სკოლის მოსწავლეებისათვის. ღონისძიების თემა იყო მოსწავლეების გარემოსდაცვითი ინფორმირებულობის გაზრდა ხელოვნების გზით. 

29-09-2014

დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანიის – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ფარგლებში, 2014 წლის 19, 20 და 21 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვას/ECOVISION ორგანიზებით, დასუფთავების აქციები ჩატარდა თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გარდაბანში, გორში, ხაშურში, ბაკურიანში, ასევე  კასპის, ახალციხის, ადიგენის, ბაღდათის, ზესტაფონის, ხარაგაულის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს, თეთრიწყაროს, დუშეთის, დედოფლისწყაროს, საჩხერის, ლაგოდეხის, ახმეტის, ბოლნისის, მარნეულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

24-09-2014

2014 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტიფლის პალასში“ გაიმართა ოზონის შრის დაცვის საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაცია, რომელიც ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს (16 სექტემბერი) მიეძღვნა. აღნიშნული კამპანიის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“.

15-09-2014