2014 წლის 5 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და „ელვას“  ერთობლივი პროექტის „სუფთა ჰაერი საქართველოსთვის“ („ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგი“) პრეზენტაცია. შეხვედრას დაესწრნენ სამინისტროების, მერიის, საკრებულოს,  სხვადასხვა უნივერსიტეტისა და ეკოკლუბების წარმომადგენლები.

8-09-2014

2014 წლის  29 აგვისტოს, ქ. ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „EcoVision/ეკოხედვას“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“  და  ფესტივალის „არტ აქტივი 2014“ ფარგლებში, გაიმართა გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდა ნარჩენებთან დაკავშირებით და ნარჩენების გადამუშავების (რეციკლირების) პოპულარიზაცია, კერძოდ მაკულატურისა და პლასტმასის. აქციაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის საჯარო სკოლების 50-მდე მოსწავლემ. 

2-09-2014

2014 წლის 5 აგვისტოს, რადიო „შოკოლადის“ ეთერში გავიდა ახალი რუბრიკა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ეკოხედვა/Ecovision“ ერთად მომზადდა. 

5-08-2014

2014 წლის 15 ივლისს, ქალაქ ბათუმში, შ.პ.ს ბათუმის ავტოტრანსპორტმა, პარტნიორობამ საგზაო უსაფრთხოებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ ეკოხედვა/EcoVision, ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა და ბათუმის მერიამ გამართა ღონისძიება „მწვანე საათი ბათუმში“.

17-07-2014

2014 წლის 5-10 ივლისს, ურეკში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის SPARE (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, მოეწყო ეკობანაკი სკოლის მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო SPARE-ს ქსელში ჩართულმა სხვადასხვა საჯარო სკოლის 20-მა მოსწავლემ. 

15-07-2014

2014 წლის 29 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში 50 კილომეტრიანი ველობილიკი გაიხსნა. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, პროექტის „ჰაერის ხარისხის სამოქალაქო მონიტორინგი“ ფარგლებში. 

30-06-2014

2014 წლის 13-14 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია „ახალგაზრდები გარემოსთვის“.

16-06-2014

2014 წლის 12 ივნისს, დიღმის ტყე-პარკში, არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის EcoVision/ეკოხედვას ორგანიზებით,  გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის აღსანიშნავად, გარემოსდაცვითი სასკოლო აქცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდა ნარჩენებთან დაკავშირებით და ნარჩენების გადამუშავების (რეციკლირების) პოპულარიზაცია, კერძოდ მაკულატურის და პლასტმასის. 

12-06-2014

2014 წლის 30 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/Ecovision“  დააჯილდოვა საერთაშორისო სასკოლო პროექტების კონკურსის „გავუფრთხილდეთ ენერგიას - გადავარჩინოთ პლანეტა“ გამარჯვებულები ეროვნულ დონეზე. პირველი ადგილის მფლობელებს გადაეცათ სმარტფონები, მეორე ადგილის მფლობელებს ფოტოაპარატები და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს მეხსიერების ბარათი.

31-05-2014

2014 წლის 22-23 მაისს „დავასუფთაოთ საქართველოს კამპანიის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქციები ჩატარდა. 

28-05-2014

2014 წლის 26 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/Ecovision“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. დარიგდა ორგანიზაციის მიერ მომზადებული და გამოცემული საბავშვო წიგნები და საინფორმაციო მასალები. 

27-05-2014

ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად ორგანიზაცია „ეკოხედვა/Ecovision“, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“ კომპანია „ბოში“ (Bosch) და „ელიტ ელექტრონიქსი“  პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში ატარებს სასკოლო აქციას, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისგან.

 

2014 წლის 24 მაისს, დიღმის ტყე-პარკში ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, სადაც დაირგო ხეები, მოხდა ნარჩენების სეპარაცია, დაჯილდოვდნენ სახალისო კონკურსების გამარჯვებულები, 

25-05-2014

2014 წლის 19 მაისს „დავასუფთაოთ საქართველოს კამპანიის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ სოფელ სართიჭალაში დასუფთავების აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობდნენ სართიჭალის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები. დასუფთავდა სოფლის ცენტრში მდებარე „საზოგადოებრივი ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორია და შეგროვდა 40 ტომარა სხვადასხვა სახის ნარჩენი. 

19-05-2014

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2014 წლის 13 და 16 მაისს,  პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრები ხარაგაულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებთან. 

16-05-2014

ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/Ecovision“, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“ კომპანია „ბოში“ (Bosch) და „ელიტ ელექტრონიქსი“ პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში ატარებს სასკოლო აქციას, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისგან.

16-05-2014

2014 წლის 7-9 მაისს, ქ. ყვარელში, კავშირის მდგრადი განვითარებისთვის „ეკოხედვა/EcoVision” ორგანიზებით, პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო შეხვედრები. პროექტის დონორებმა, ასევე 11 ქვეყნის ეროვნულმა კოორდინატორებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა საკითხზე გარემოსდაცვითი განათლების შესახებ. 

11-05-2014