18 ოქტომბერს შვედეთის საელჩოს ინიციატივით, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს, ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა.

18-10-2013

კონკურსის  თემაა: „გავუფრთხილდეთ ენერგიას - გადავარჩინოთ პლანეტა“

15-10-2013

„ეკოხედვა/ECOVISION“-ის მიერ SPARE პროექტის ფარგლებში დამზადდა გარემოსდაცვითი ინტერნეტ თამაში ‘’SPARE Island’’, რომელიც შეიცავს გარემოსდაცვითი შინაარსის შეკითხვებს და სტრატეგიული თამაშის ელემენტებს. 

11-10-2013

დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანიის – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის ეკოხედვა/ECOVISION ორგანიზებით დასუფთავების აქციები ჩატარდა თბილისში, ფოთში, რუსთავში, ურეკში, მცხეთაში, ასევე  კასპის, ახალქალაქის,  ახალციხის, ბაღდათის, თელავის, საგარეჯოს, ზუგდიდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

8-10-2013

5 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ/Ecovision" ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

5-10-2013

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის/Ecovision" მოხალისეებს ჩაუტარდათ ტრენინგი წყლისა და მდგრადი განვითარების შესახებ. ღონისძიება ფრანგული ორგანიზაცია „Histoires Recyclables“ ორგანიზებითა და „ეკოხედვის/Ecovision" მხარდაჭერით გაიმართა. 

2-10-2013

22-25 სექტემბერს ქ. ყვარელში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ახალგაზრდა ეკოჟურნალისტებისთვის რეგიონული სემინარი ჩატარდა. ღონისძიება „ეკოხედვის“ ორგანიზებით, საერთაშორისო სასკოლო პროექტის SPARE (სასკოლო პროექტი რესურსებისა და ენერგეტიკის გამოყენებისათვის) ფარგლებში გაიმართა. 

25-09-2013

ენერგიის და რესურსების გამოყენების შესახებ საერთაშორისო სასკოლო პროექტის - SPARE-ს (School Project for Application for Resourses and Energy) ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრები: რუსთავში, მცხეთაში, მარნეულში, ყვარელი, გორი, საგარეჯო, დუშეთი საგარეჯოში – შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლების პედაგოგები. 

30-08-2013

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო სასკოლო პროექტის - SPARE (School Project for Application of Resources and Energy) ფარგლებში.

5-06-2013

უკან1 ... 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 წინ