2017 წლის 29 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, გაიმართა ფორუმი „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის“. ფორუმის დამფუძნებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოხედვა/EcoVision“. ფორუმი მიზნად ისახავს,  ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და მათ ინფორმირებას მდგრადი განვითარების საკითხებზე. ფორუმი წარმოადგენს სადისკუსიო პლატფორმას ახალგაზრდებისათვის. 

29-04-2017

2017 წლის 25 აპრილს, სასტუმრო „ციტრუსში“, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა მრგვალი მაგიდის შეხვედრა თემაზე - ცნოებიერების ამაღლების ინტერვენციები კლიმატური ცვლილებების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ წარმომადგენლები მერაბ შარაბიძე და ქეთი ჟვანია. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: „ცნოებიერების ამაღლების ინტერვენციები მცირე საადაპტაციო პროექტების საშუალებით”.

25-04-2017

2017 წლის 22 აპრილს, თბილისში, ვაკის პარკში, ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, დედამიწის დღის აღსანიშნი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“. ღონისძიების მიზანი გარემოს დაცვის ხელშეწყობაა. 

22-04-2017

2017 წლის 5-12 აპრილს, კამპანიაში „დაზოგე წყალი“ ჩართული სკოლების მოსწავლეთათვის გაიმართა ტრენინგები და ეკოვიქტორინა. მასში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ბავშვმა ვარკეთილის რაიონის 16 სკოლიდან. პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაეცნენ წყლის რესურსის მნიშვნელობას და მის მდგრად მოხმარებას. ტრენინგებზე მიღებული ცოდნის შესაფასებლად ჩატარდა ეკოვიქტორინა, რომელშიც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები. 

13-04-2017

„დედამიწის საათი 2017“-ის აღნიშვნას საქართველოში სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის საჯარო სკოლის ეკოლუბელების ინიციატივით, 25 მარტს, დედამიწის საათის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა სკოლის ეზოში. აქციის ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ 1 საათით უარი თქვა ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ეკოკლუბელებმა, ასევე უზრუნველყვეს ლელოვანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების გათიშვა 1 საათით. 

4-04-2017

2017 წლის 31 მარტს, კამპანიაში „დაზოგე წყალი“ ჩართული სკოლების პედაგოგებისთვის გაიმართა ტრენინგი. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით ჩატარდა. პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის შესახებ, მის წარმართვასა და მიზნებზე. მათ ასევე მოისმინეს პრეზენტაცია წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე. 

3-04-2017

აშშ-ს სატყეო სამსახური (USFS), აშშ-ს განვითარების სააგენტოსა(USAID) და ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით აცხადებს პროგრამის „ისწავლე, გაუზაიარე, გააკეთე უფრო მწვანე თბილისისთვის“  მეორე ტურს. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია იმ ორგანიზაციებსა და განათლების სფეროში მოღვაწე სტრუქტურებზე, რომლებიც 7-22 წლის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობენ გარემოსადვითი და მდგრადი განვითარების საკითხებზე. 

3-04-2017

2017 წლის 22 მარტს, წყლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, დაიწყო ახალი პროექტი „დაზოგე წყალი“. პროექტის ორგანიზატორები არიან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision.” პროექტის მიზანია წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და ახალგაზრდების დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

22-03-2017

შექმენი და ატვირთე ვიდეო YOUTUBE-ზე და დათაგე #DOMOREWITHLESS2017

 

SPARE (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ენერგიისა და რესურსების ეფექტურად გამოყენების ყველაზე დიდი სასკოლო პროგრამაა მსოფლიოში. ამჟამად SPARE-ში ყოველწლიურად 11 ქვეყნის 300, 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას, ხოლო SPARE-ს ქსელში ჩართული სკოლების რიცხვი 5000-ს აჭარბებს.

20-03-2017

2017 წლის 22 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა პროექტის „ჰაერის ფილტრი“ პირველი სამუშაო შეხვედრა. ღონისძიება ჯამპსტარტ ჯორჯიასა და „ეკოხედვას/EcoVision“ ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას ატმოსფერული ჰაერის თემაზე მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

22-02-2017

2017 წლის 17-20 თებერვალს, ევროპის ფონდის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ „ახალგაზრდული იდეის“ 120 წევრისთვის გამართა ტრენინგები გარემოსდაცვით საკითხებზე. ტრენინგების მანძილზე ახალგაზრდებმა შეიძინეს ახალი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ჰაერის დაბინძურება, წყლის რესურსების მართვა, კლიმატის ცვლილებები, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება, ეკოტურიზმი და ა.შ. 

20-02-2017

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვა/EcoVision" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, თემაზე: "კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა". 

16-02-2017

აშშ-ის სატყეო სამსახურის (USFS) და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით, თბილისში ხორციელდება პროგრამა „ისწავლე, გაუზიარე, გააკეთე უფრო მწვანე თბილისისთვის“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა თბილისის 183-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“.  

10-02-2017

2017 წლის 4 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული „საბავშვო უნივერსიტეტის“ ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მხარდაჭერით, პროექტის "SPARE" ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისათვის „მეცნიერების თასი 2016-2017“ ფინალური ტური გაიმართა. 

4-02-2017

2017 წლის  31 იანვარს, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოხედვას/EcoVision “ შორის.

31-01-2017

2017 წლის 21-22 იანვარს, კახეთში, "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი ჟურნალისტებისათვის, თემაზე „კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“. ტრენინგი მოეწყო, "კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში" - მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. რეგიონულ პროექტს კოორდინაციას უწევს ავსტრიის წითელი ჯვარი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებლები არიან ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის წითელი ჯვარი. 

22-01-2017