არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და KfW - გერმანიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, გაკეთდა საინფორმაციო ბანერები, წარწერებით „მადლობა, რომ არ ყრით ნაგავს!“. ბანერები დაიდგა 8 სხვადასხვა ლოკაციაზე თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში. ამ ადგილებში 2016 წლის მაისში, ჩატარდა მასშტაბური დასუფთავების აქციები კამპანიის „დასუფთავების დღე არის ყოველდღე“ ფარგლებში.

2-09-2016

საზაფხულო ეკობანაკებში „ეკოხედვა 2016“ სხვადასხვა შემეცნებით თუ გასართობ აქტივობასთან ერთად ჩატარდა ტრენინგები ბიომრავალფეროვნების შესახებ. შეხვედრები გაიმართა პროექტის „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. ლექციები წაიკითხეს ამ დარგის პროფესორებმა და ექსპერტებმა. 

20-08-2016

2016 წლის ივნისიდან სექტემბრამდე, კოლხეთის, ბორჯომ-ხარაგულისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყო საზაფხულო ეკობანაკები „ეკოხედვა 2016“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision“ ორგანიზებითა და „მოქალაქეს“ მხარდაჭერით. ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 400-მდე სკოლის მოსწავლემ - გადაცემის „ეკოვიზია“ ვიქტორინის, პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადისა და „ეკოხედვას/EcoVision” მიერ გამართული სხვადასხვა კონკურსისა და ეკოვიქტორინის გამარჯვებულმა ბავშვებმა. 

 

20-08-2016

საზაფხულო ეკობანაკებში „ეკოხედვა 2016“ სხვადასხვა შემეცნებით თუ გასართობ აქტივობასთან ერთად ჩატარდა ტრენინგები ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის თემებზე. შეხვედრები გაიმართა პროექტის „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. ლექციები წაიკითხეს ამ დარგის პროფესორებმა და ექსპერტებმა. ეკობანაკის მონაწილე ბავშვებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის „SPARE” შესახებ და სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ. ტრენინგებმა ეკობანაკელებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მიერ დასმულ შეკითხვებს გაეცათ ამომწურავი პასუხები. ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ენერგოეფექტურობის, ენერგოდაზოგვის და კლიმატის ცვლილების შესახებ. 

19-08-2016

2016 წლის 6 აგვისტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საზაფხულო ეკობანაკს „ეკოხედვა 2016“ ცემში ესტუმრა, გაეცნო მათ პროგრამას, გაესაუბრა ბანაკის ლიდერებსა და მონაწილეებს. 

15-08-2016

2016 წლის 3-7 ივლისს, "ეკოხედვას/EcoVision" და მისი პარტნიორი ორგანიზაციის „Світ освіт“ ორგანიზებით, მოეწყო უკრაინელი კოლეგების სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ღონისძიება ჩატარდა პროექტის "SPARE" ფარგლებში და საქართველოში ჩამოვიდნენ უკრაინის განათლების სამინისტროს და უკრაინული გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „Світ освіт“ წარმომადგენლები.

7-07-2016

2016 წლის 14-30 ივნისს, ჩატარდა ტრენინგები „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითრებისათვის“ 20-მდე სკოლის პედაგოგებისთვის. ტრენინგები გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით, პროექტის „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ.  

5-07-2016

2016 წლის 21 ივნისს, მულტიმედია განათლების ცენტრში (MEC), ეკოფილმების ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. ფესტივალი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის "ეკოხედვა/EcoVision" ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში დაფინანსებით. 

21-06-2016

2016 წლის 7 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში, გაიმართა პროექტის „ახალგაზრდული ევროპარლამენტი 2016“ საუკეთესო დელეგატების დაჯილდოების ცერემონია. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა“.

7-06-2016

2016 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, ვაკის პარკში, მოეწყო აქცია, კამპანიის „დასუფთავების დღე არის ყოველდღე“ ფარგლებში.

5-06-2016

2016 წლის 2 ივნისს, პროექტის "SPARE" ფარგლებში, თბილისში, მულტიმედია განათლების ცენტრში (MEC), ჩატარდა ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე. შეხვედრა "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) 15-მდე სტუდენტი დაესწრო.

2-06-2016

2016 წლის 25, 27 და 31 მაისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოეწყო ტრენინგები სკოლის მოსწავლეთათვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლემ. შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ჩატარდა, კამპანიის „დასუფთავების დღე არის ყოველდღე“ ფარგლებში.

1-06-2016

2016 წლის 31 მაისს, პროექტის "SPARE" ფარგლებში, თეატრალურის კინოკლუბში, ჩატარდა ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე. შეხვედრა "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტი დაესწრო.

31-05-2016

2016 წლის 27 მაისს, „ეკოხედვას/EcoVision” საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა საერთაშორისო სასკოლო ვიდეოკონკურსის „გააკეთე მეტი - მოიხმარე ნაკლები“ ეროვნულ დონეზე გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. კონკურსი ჩატარდა პროექტის „SPARE“ (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. 

 

27-05-2016

2016 წლის 21-22 მაისს, ბიომრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად (22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა) ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მოეწყო ეკოტური სკოლის მოსწავლეებისთვის. ეკოტური KfW - გერმანიის განვითარების ბანკის, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა, კამპანიის „დასუფთავების დღე არის ყოველდღე“ ფარგლებში.

24-05-2016

2016 წლის 10-11 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ოფისში, ავსტრიის საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანიის „Pöyry Energy GmbH Hydro Consulting“ და „ეკოხედვას/Ecovision“ ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები „არაგვის გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემა“. ტრენინგები ჩაატარეს „Pöyry“-ის ექსპერტებმა: მარტინ ფუჰსმა და ჰარალდ კლინგმა. ტრენინგის ძირითადი თემა იყო „ვებგვერდზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემა მდინარე არაგვის აუზზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისა და წყლის რესურსების განვითარების შეფასების მიზნით“. 

12-05-2016