2016 წლის 16 თებერვალს, თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, გაიმართა 2014-2020 წლის ეროვნული ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის (NBSAP) განათლების თემატური ჯგუფის შეხვედრა.

16-02-2016

2016 წლის 12-14 თებერვალს, „თბილისის მოხალისეთა გაერთიანების“ ორგანიზებით და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით დაბა ბაკურიანში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა მოეწყო. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრას და მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერებას.

14-02-2016

2016 წლის 23 იანვარს, თბილისში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კლიმატის ცვლილების ახალგაზრდული სამიტი გაიმართა. ღონისძიება ENPI FLEG II-ისა და WWF-ის მხარდაჭერით განხორციელდა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს FLEG II პროგრამის ფარგლებში შერჩეულმა უფროსკლასელმა მოსწავლეებმა.

23-01-2016

2016 წლის 6 იანვარს, თბილისში, „ბიბლუსი გალერიში“ ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი ჟურნალის „შინ“ და ვებგვერდის shin.ge ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ავტორმა.

6-01-2016

2015 წლის 25 დეკემბერს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის ეკოკლუბმა სკოლის მოსწავლეების მიერ გაკეთებული ნაძვის ხეების გამოფენა მოაწყო. გამოფენის თემა იყო გარემოს დაცვა. ღონისძიებაზე გამოიფინა სხვადასხვა ნარჩენებისგან შექმნილი საახალწლო ნაძვის ხეები.

25-12-2015

2015 წლის 23 დეკემბერს, თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, დებატების ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა“ მიერ ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 150-მდე სკოლის მოსწავლემ.

23-12-2015

2015 წლის 22 დეკემბერს, ქ. თბილისის #130 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილი თემაზე „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” წარმომადგენლები.

22-12-2015

2015 წლის 16 დეკემბერს, წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის ეკოკლუბმა გარემოსდაცვითი აქცია „დედამიწის წუხილი“ ჩაატარა. ღონისძიების მთავარი თემა ნარჩენები იყო და მასში 30-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

19-12-2015

2015 წლის 9 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდ. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიება თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. ამ აქციას პარტნიორობას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, თბილისის მერია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

10-12-2015

2015 წლის 6 დეკემბერს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ მხარდაჭერით, სტარტი აიღო TreePex კამპანიამ. TreePeX არის ქართული სტარტაპი, მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებით, ადამიანები ერთმანეთს იწვევენ ხეების დარგვაში აბსოლუტური შემთხვევითობის პრინციპით...

6-12-2015

2015 წლის 22-23 და 28-29 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ „ახალგაზრდული იდეის“ 200-ზე მეტი წევრისთვის გამართა ტრენინგები გარემოსდაცვით საკითხებზე.

30-11-2015

2015 წლის 26 ნოემბერს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოვიჟენს“ შორის.

26-11-2015

2015 წლის 24 ნოემბერს, ტყის კვირეულის ფარგლებში, თბილისის #198 საჯარო სკოლაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის თრეშ-არტის ვორქშოფი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 15-მდე მოსწავლემ. ბავშვებმა გირჩებისგან და ნარჩენებისგან საახალწლო სათამაშოები ააწყვეს. მოსწავლეებს ასევე დაურიგდათ FLEG II პროგრამის ფარგლებში შექმნილი გზამკვლევები „როგორ დავრგათ ხეები სწორად.“

24-11-2015

2015 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, ტყის კვირეულის ფარგლებში, თემქაზე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“  და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, პროგრამის „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)” ფარგლებში. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოს მეფე-თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სტუდენტებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.

23-11-2015

2015 წლის 22 ნოემბერს, თბილისში, ტყის კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთათვის ეკოგაკვეთილი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისის #16 საჯარო სკოლისა და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის 30-მდე მოსწავლემ. ეკოგაკვეთილი ტყეების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ ჩაატარა პროგრამის „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)” ფარგლებში.

22-11-2015

2015 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, გალერეა „უნივერსში“, ტყის კვირეულის ფარგლებში, გაიხსნა სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თემაზე „ბუნებრივი ტყე ჩემს რეგიონში“. ღონისძიებაზე გამოიფინა ნახატების კონკურსის „ჩემი ტყე“ 400-ზე მეტი საუკეთესო ნამუშევარი, გაიმართა კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. 

21-11-2015