არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision” დაიწყო პლაკატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. 

11-11-2015

2015 წლის 28 ოქტომბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს. მოსწავლეებმა ნარჩენებისგან გაწმინდეს მდინარე სურამულა და მოუწოდეს სოფლის მოსახლეობას, რომ არ დააბინძურონ მტკნარი წყალი.

29-10-2015

2015 წლის 17-18 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ეკოხედვა/EcoVision" მონაწილეობა მიიღო თბილისობის დღესასწაულზე გამართულ გარემოსდაცვით სააგანმანათლებლო აქტივობებში

19-10-2015

„სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)” პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ ატარებს ნახატების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის „ჩემი ტყე“. 

19-10-2015

2015 წლის 13 ოქტომბერს, თბილისში, „ევროპის სახლში”, შვედეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით, გაიმართა „შვედეთის გარემოს დაცვის დღეები საქართველოში“ დახურვის ცერემონია. ღონისძიება შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, მისმა აღმატებულება მარტინა ქუიქმა გახსნა.

16-10-2015

2015 წლის 3 ოქტომბერს, „შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“  ფარგლებში გაიმართა დასუფთავების აქცია მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაუფთავების აქცია ჩატარდა შვედეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო" ორგანიზებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მხარდაჭერით.

6-10-2015

2015 წლის 30 სექტემბერს, თბილისში, ევროპის სახლში, გაიხსნა საქართველოში შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები სახელწოდებით „კლიმატის ცვლილების პირისპირ“. ღონისძიებაში არასამთავრობო ორგანიზაციამ  „ეკოხედვა/EcoVision“ მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინა გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი საბავშვო ლექსების კრებულები, ზღაპრები, კომიქსები, სამაგიდო თამაშები, ფლაერები, პლაკატები, ასევე ნარჩენებისგან შექმნილი აქსესუარები და სათამაშოები. ღონისძიებაზე გამოიფინა შვედი და ქართველი კარიკატურისტების ნამუშევრები თემაზე „კლიმატის ცვლილების პირისპირ“.

30-09-2015

2015 წლის 26 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/Ecovision", პროექტის ‘SPARE’ ფარგლებში,  ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა. „ეკოხედვას/Ecovision" კარავს ბევრი ადამიანი ესტუმრა და გაეცნო წარმოდგენილ ენერგოეფექტურ მოწყობილობებს, წიგნებს, ბუკლეტებს, პლაკატებს, ბროშურებსა და თამაშებს გარემოს დაცვის შესახებ. 

29-09-2015

2015 წლის 18 სექტემბერს, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის 8-9-10  კლასის მოსწავლეებისა  და ამავე სკოლის ეკო კლუბის „ედელვაისი“ ინიციატივით დასუფთავების აქცია ჩატარდა. დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სკოლის დირექტორმა, სასწავლო ნაწილმა და როგორც საბუნებისმეტყველო საგნის ისე სხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა და დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა. 

21-09-2015

2015 წლის 11 სექტემბერს, თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, პროექტის „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“ („Vernetzt für Nachhaltigkeit“) ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციამ  „ეკოხედვა/EcoVision“ მიიღო მონაწილეობა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო სულხანიშვილმა კონფერენციაზე წარმოადგინა პრეზენტაცია 15 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ აქტიურად მუშაობს სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და სკოლამდელ დაწესებულებებთან მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით. ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ წარმომადგენელმა ეკატერინე შალუტაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების სფეროში  განხორციელებული პროექტები გააცნო.

14-09-2015

2015 წლის 6-დან 12 აგვისტომდე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყო საზაფხულო ეკობანაკი „ეკოხედვა“ მე-12 კლასის მოსწავლეთათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision“ ორგანიზებითა და „მოქალაქეს“ მხარდაჭერით. ბანაკში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სკოლის მოსწავლემ - გადაცემის „ეკოვიზია“ ვიქტორინის, პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადისა და კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულმა ბავშვებმა. 

15-08-2015

საქართველოში საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის პირველი მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციას „ეკოხედვა/Ecovision“ ეკუთვნის, რომელმაც პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, შექმნა საგანმანათლებლო მოდული და რესურსები საბავშვო ბაღებისთვის. ასევე ბაღების აღმზრდელებს, დირექტორებსა და მეთოდისტებს ჩაუტარდათ ტრენინგები გარემოსდაცვით საკითხებზე.

 

4-08-2015

2015 წლის 21 ივნისიდან 12 ივლისამდე, კოლხეთისა და ბორჯომ-ხარაგულის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყო საზაფხულო ეკობანაკები „ეკოხედვა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision“ ორგანიზებითა და „მოქალაქეს“ მხარდაჭერით. ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 250-მდე სკოლის მოსწავლემ - გადაცემის „ეკოვიზია“ ვიქტორინის, პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადისა და კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულმა ბავშვებმა. 

30-07-2015

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, ცემში, საზაფხულო ეკობანაკის „ეკოხედვა 2015“ მონაწილეების მიერ დასუფთავების აქცია მოეწყო.

20-07-2015

2015 წლის 10 ივნისს, ქ. ფოთის #16 საბავშვო ბაღში, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ჩატარდა ღონისძიება „შევაშველოთ დედამიწას ხელი“. მასში 45-მდე ბაღის აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა. 

25-06-2015

ქ. თბილისის #150 საბავშვო ბ/ბაღის მეთოდისტმა ნინო ზაუტაშვილმა წარმატებით განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ შექმნილი პროგრამა, რომელიც შედგება ნარჩენებთან დაკავშირებული მულტფილმების, სიმღერების, თამაშებისა და წიგნებისგან.

21-06-2015