„ეკოხედვამ/EcoVision“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა

2015 წლის 26 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/Ecovision“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილ „მწვანე ქალაქში“ აღნიშნა. 

 

„ეკოხედვამ/EcoVision“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა

 

„ეკოხედვას/Ecovision“ წარმომადგენლებმა „მწვანე ქალაქის“ სტუმარ ბავშვებს ჩაუტარეს მასტერ-კლასები ნარჩენებისგან ახალი ნივთების შექმნაზე, დაურიგეს წიგნები: ქეთევან კალაძის ლექსების კრებულები „დედამიწის ჩივილი“, „დედამიწის დღე არის ყოველდღე“ და ზღაპარი „ჩვენ, ნარჩენები და დანარჩენები“, ასევე ნარჩენების თემაზე შექმნილი გზამკვლევები ბავშვებისთვის. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მოწყობილ „მწვანე ოფისში“ გამოიფინა „ეკოხედვას/Ecovision“ ენერგოეფექტური ხელსაწყოები. 

 

 

27-05-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-05/1432720302__dsc1274-copy-copy.jpg