პლაკატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision” დაიწყო პლაკატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. 

 

11 ნოემბერი ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღეა!

 

კონკურსში მიიღება სკოლის მოსწავლეთა პლაკატები თემაზე: მდგრადი ენერგეტიკა (ენერგოეფექტურობა, ენერგოდაზოგვა, ალტერნატიული ენერგიის წყაროები და ა.შ.

 

პლაკატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს მე-8 კლასიდან. პლაკატზე შეიძლება იყოს ფოტო, ნახატი, სლოგანი, მოწოდება და ა.შ.

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ეკობანაკის "ეკოხედვა" 1-კვირიანი საგზურით.

 

ნამუშევრების მოწოდების ბოლო ვადა: 27.11.2015

 

პლაკატები გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: georgia@spareworld.org

 

პროექტის “SPARE” მიზანია საზოგადოებაში ენერგიის დამზოგი იდეების და მეთოდების დანერგვა, მოსწავლეებისთვის მოტივაციის შექმნა გაუფრთხილდნენ ბუნებრივ რესურსებს და ენერგიას, გამოიმუშაონ ეკოლოგიურად მდგრადი ცხოვრების სტილის უნარ-ჩვევები. პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

11-11-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-11/1447847216_plakatebis-konkursi-skolis-mostsavlethathvis-copy.jpg