სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა “ჩემი ტყე“

2015 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, გალერეა „უნივერსში“, ტყის კვირეულის ფარგლებში, გაიხსნა სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა თემაზე „ბუნებრივი ტყე ჩემს რეგიონში“. ღონისძიებაზე გამოიფინა ნახატების კონკურსის „ჩემი ტყე“ 400-ზე მეტი საუკეთესო ნამუშევარი, გაიმართა კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. 

 

სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა “ჩემი ტყე“

 

12 გამარჯვებული ნახატის ავტორი დაჯილდოვდა ეკობანაკი „ეკოხედვას“ 1-კვირიანი საგზურით და სხვა პრიზებით. კონკურსის პატარა მონაწილეების საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდა ჟურნალში „საბავშვო კარუსელი“. 4 გამარჯვებული პატარა მონაწილე დაჯილდოვდა FLEG II პროგრამის, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და გადაცემა „ეკოვიზიის“ დაწესებული პრიზებით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 5 რჩეული ნახატი გამოავლინა და მათი ავტორები სხვადასხვა გამოცემებით დააჯილდოვა.

 

სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა “ჩემი ტყე“

 

ნახატების გამოფენას „ჩემი ტყე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილიც ესტუმრა.

 

სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა “ჩემი ტყე“

 

ნახატების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის „ჩემი ტყე“ ჩატარდა პროგრამის „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)”ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ მიერ. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000-მდე სკოლის მოსწავლემ მთელი საქართველოდან. 

 

ტყის კვირეული 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. 22 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეთათვის ეკოგაკვეთილი ჩატარდა. 23 ნოემბერს ხეების დარგვის აქცია გაიმართება, რომელშიც სტუდენტები და მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. 24 ნოემბერს ინკლუზიური სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარდება ვორქშოფი.

 

 

გთავაზობთ კონკურსში „ჩემი ტყე“ გამარჯვებული ავტორების სიას:

 

 

გამარჯვებულები (I - VI კლასი)

 

გიორგი ტალახაძე - ქ. თბილისის #114 საჯარო სკოლა, VI კლასი

 

მათე პირველი - ქ. თბილისის #122 საჯარო სკოლა, V კლასი 

 

კესო ბერიანიძე - ნიჭიერთა სკოლა-აკადემია, II კლასი 

 

მარიამ აბელიშვილი - ქ. თბილისის #99 საჯარო სკოლა, IV კლასი

 

 

გამარჯვებულები (VII - XII კლასი)

 

გიორგი ლომიძე - ქ. თბილისის #85 საჯარო სკოლა, VII კლასი

 

ქეთევან ბეშკენაშვილი - ქ. თბილისის #5 საჯარო სკოლა, VIII კლასი

 

ანა სეფიაშვილი - ქ. თბილისის #183 საჯარო სკოლა, IX კლასი

 

ვახო კახიძე - ქ. ქუთაისის #30 საჯარო სკოლა, X კლასი

 

ნათია ლაბაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზარის საჯარო სკოლა, VII კლასი

 

თეონა ფირცხალავა - ქ. თბილისის #129 საჯარო სკოლა, IX კლასი

 

მარიამ ბლიაძე - ქ. ბორჯომის #1 საჯარო სკოლა, IX კლასი

 

ანი ტაბატაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზარის საჯარო სკოლა, VII კლასი

 

დავით ამყოლაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. არგვეთის საჯარო      სკოლა, VIII კლასი

 

ანა ნატროშვილი - ქ. თბილისის #99 საჯარო სკოლა, VII კლასი

 

გიორგი აფციაური - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის #1 საჯარო სკოლა, VII კლასი

 

სალომე ქეშელაშვილი - ქ. თბილისის #155 საჯარო სკოლა, VIII კლასი

 

 

 

21-11-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-11/1448385400__dsc0034-copy-copy.jpg