ტყის კვირეულის ფარგლებში ეკოგაკვეთილი ჩატარდა

2015 წლის 22 ნოემბერს, თბილისში, ტყის კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთათვის ეკოგაკვეთილი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო თბილისის #16 საჯარო სკოლისა და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის 30-მდე მოსწავლემ. ეკოგაკვეთილი ტყეების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ ჩაატარა პროგრამის „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)” ფარგლებში.

 

ტყის კვირეულის ფარგლებში ეკოგაკვეთილი ჩატარდა

 

ეკოგაკვეთილზე ბავშვებმა გაიგეს რა მნიშვნელობა აქვს ტყეს, როგორ უნდა დავიცვათ ის. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო და შემეცნებით თამაშებში, გააფერადეს საქართველოს წითელ ნუსხაში შესული სახეობები. ეკოგაკვეთილზე მოსწავლეებისთვის ჩატარდა თრეშ-არტის მასტერ-კლასები და ბავშვებმა გირჩებისა და ნარჩენებისგან საახალწლო სათამაშოები დაამზადეს. შეხვედრაზე ასევე გაიმართა გარემოსდაცვითი სიმღერების კარაოკე და ეკოვიქტორინა ტყეების შესახებ, რომლის 3 გამარჯვებულიც  FLEG II პროგრამის ფარგლებში შექმნილი საველე დღიურებით დაჯილდოვდნენ.

 

ტყის კვირეულის ფარგლებში ეკოგაკვეთილი ჩატარდა

 

ტყის კვირეული 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. 21 ნოემბერს, ნახატების გამოფენა „ჩემი ტყე“ გაიხსნა. 23 ნოემბერს ხეების დარგვის აქცია გაიმართება, რომელშიც სტუდენტები და მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. 24 ნოემბერს ინკლუზიური სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარდება ვორქშოფი.

 

ტყის კვირეულის ფარგლებში ეკოგაკვეთილი ჩატარდა

 

 

 

22-11-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-11/1448884088__dsc0699-copy-copy.jpg