ტყის კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყო

2015 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, ტყის კვირეულის ფარგლებში, თემქაზე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“  და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, პროგრამის „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)” ფარგლებში. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოს მეფე-თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სტუდენტებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.

 

ტყის კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყო

 

ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში დაირგა 150-მდე ნერგი. აქციის მონაწილეებს დაურიგდათ FLEG II პროგრამის ფარგლებში შექმნილი გზამკვლევები „როგორ დავრგათ ხეები სწორად.“

 

ტყის კვირეული 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. 21 ნოემბერს, ნახატების გამოფენა „ჩემი ტყე“ გაიხსნა. 22 ნოემბერს გაიმართა ეკოგაკვეთილის სკოლის მოსწავლეთათვის. 24 ნოემბერს ინკლუზიური სკოლის მოსწავლეთათვის ჩატარდება ვორქშოფი.

 

23-11-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-12/1448975456__dsc0875-copy-copy.jpg