ტყის კვირეულის ფარგლებში #198 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ვორქშოფი ჩატარდა

2015 წლის 24 ნოემბერს, ტყის კვირეულის ფარგლებში, თბილისის #198 საჯარო სკოლაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის თრეშ-არტის ვორქშოფი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 15-მდე მოსწავლემ. ბავშვებმა გირჩებისგან და ნარჩენებისგან საახალწლო სათამაშოები ააწყვეს. მოსწავლეებს ასევე დაურიგდათ FLEG II პროგრამის ფარგლებში შექმნილი გზამკვლევები „როგორ დავრგათ ხეები სწორად.“

 

ტყის კვირეულის ფარგლებში #198 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ვორქშოფი ჩატარდა

 

ვორქშოფი არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“  მიერ ჩატარდა, პროგრამის „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)” ფარგლებში.

 

ტყის კვირეულის ფარგლებში #198 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ვორქშოფი ჩატარდა

 

ტყის კვირეული 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. 21 ნოემბერს, ნახატების გამოფენა „ჩემი ტყე“ გაიხსნა. 22 ნოემბერს გაიმართა ეკოგაკვეთილი სკოლის მოსწავლეთათვის. 23 ნოემბერს ხეების დარგვის აქცია მოეწყო, რომელშიც მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

24-11-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-12/1449231050__dsc0230-copy-copy.jpg