გარემოსდაცვითი ტრენინგები ახალგაზრდებისთვის

2015 წლის 22-23 და 28-29 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/EcoVision“ „ახალგაზრდული იდეის“ 200-ზე მეტი წევრისთვის გამართა ტრენინგები გარემოსდაცვით საკითხებზე. ტრენინგების მანძილზე ახალგაზრდებმა შეიძინეს ახალი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ჰაერის დაბინძურება, წყლის რესურსების მართვა, კლიმატის ცვლილებები, ნარჩენების მართვა და ა.შ. ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნას ახალგაზრდები გაუზიარებენ თანატოლებს უკვე თავიანთ რეგიონებში, რათა ხელი შეუწყონ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

 

გარემოსდაცვითი ტრენინგები ახალგაზრდებისთვის

 

ტრენინგების ბოლოს დასახელდნენ ყველაზე აქტიური მონაწილეები, რომლებიც ეკობანაკის „ეკოხედვა“ 1-კვირიანი საგზურებით დაჯილდოვდნენ.

 

 

30-11-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-12/1449759740_12341382_877285805726241_8788519257284638448_n-copy.jpg