თსუ-ის ბაგების სტუდ. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო

2015 წლის 9 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდ. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ღონისძიება თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. ამ აქციას პარტნიორობას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, თბილისის მერია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. გამწვანების აქციაშია მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. აქციაზე დაირგა 60-მდე ნერგი.

 

თსუ-ის ბაგების სტუდ. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს დაურიგეს გზამკვლევები „როგორ დავრგათ ხეები სწორად.“ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია TreePeX მობილური აპლიკაციის შესახებ, რომელიც ქართული სტარტაპია და რომლის მიზანია ადამიანების გამოწვევა ხეების დარგვაში.

 

„ეკოხედვა/EcoVision“ მადლობას უხდის გამწვანების აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

 

10-12-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-12/1449761289__dsc0893-copy-copy.jpg