წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლამ გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩაატარა

2015 წლის 16 დეკემბერს, წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის ეკოკლუბმა გარემოსდაცვითი აქცია „დედამიწის წუხილი“ ჩაატარა. ღონისძიების მთავარი თემა ნარჩენები იყო და მასში 30-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

 

წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლამ გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩაატარა

 

წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE”. პროექტი „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ-ის მიერ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს.

 

19-12-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-12/1451061851_12398912_1026587960727176_585625399_n-copy-copy.jpg