თბილისის #130 საჯარო სკოლამ ღია გაკვეთილი „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“ მოაწყო

2015 წლის 22 დეკემბერს, ქ. თბილისის #130 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილი თემაზე „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” წარმომადგენლები.

 

თბილისის #130 საჯარო სკოლამ ღია გაკვეთილი „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“ მოაწყო

 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო დადგმები გარემოს დაცვაზე. მათ ასევე წაიკითხეს გარემოსდაცვითი ლექსები და იმღერეს ეკოსიმღერები. ღია გაკვეთილზე მოეწყო მოსწავლეების მიერ ნარჩენებისგან შექმნილი საახალწლო ნივთების გამოფენა. 

 

ქ. თბილისის #130 საჯარო სკოლა ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE”. პროექტი „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: ქ. თბილისის #130 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგს, ქალბატონ მაია ახალკაცს.

 

22-12-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2015-12/1451388125__dsc0907-copy-copy.jpg