თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ნაძვის ხეების გამოფენა მოეწყო

2015 წლის 25 დეკემბერს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის ეკოკლუბმა სკოლის მოსწავლეების მიერ გაკეთებული ნაძვის ხეების გამოფენა მოაწყო. გამოფენის თემა იყო გარემოს დაცვა. ღონისძიებაზე გამოიფინა სხვადასხვა ნარჩენებისგან შექმნილი საახალწლო ნაძვის ხეები.

 

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ნაძვის ხეების გამოფენა მოეწყო

 

გამოფენას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” წარმომადგენლები, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

 

თბილისის კლასიკური გიმნაზია ჩართულია საერთაშორისო სასკოლო პროექტში „SPARE”. პროექტი „SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) დაფინანსებულია ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) და GIZ -ის მიერ.

 

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ნაძვის ხეების გამოფენა მოეწყო

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” მადლობას უხდის გამოფენის ორგანიზატორებს: თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს და პედაგოგს, ქალბატონ ეკატერინე მითაიშვილს.

 

25-12-2015
http://ecovision.ge/uploads/posts/2016-01/1451911229_1419775_1249903371703114_940496143_n-copy.jpg