ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსის დაჯილდოება

2016 წლის 6 იანვარს, თბილისში, „ბიბლუსი გალერიში“ ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი ჟურნალის „შინ“ და ვებგვერდის shin.ge ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ავტორმა.

 

ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსის დაჯილდოება

 

დაჯილდოების ცერემონიას „ეკოხედვას/EcoVision” წარმომადგენლებიც დაესწრნენ, ორგანიზაციის რჩეული ნაძვის ხე გამოავლინეს და მისი ავტორები დააჯილდოვეს. „ეკოხედვას/EcoVision” რჩეული გახდა ნარჩენებისგან შექმნილი ნაძვის ხე, ავტორები: ანა ნიჟარაძე და მარიამ გოშთელიანი.

 

ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსის დაჯილდოება

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” მადლობას უხდის კონკურსის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რადგან ხელნაკეთი ნაძვის ხეების დამზადებით მოჭრას გადაურჩება ხეები, ასევე ნარჩენების გამოყენება ნაძვის ხის დასამზადებლად დაეხმარება გარემოს.

 

 

 

6-01-2016
http://ecovision.ge/uploads/posts/2016-01/1452676927__dsc0186-copy-copy.jpg