შეხვედრა თემაზე: მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერება

2016 წლის 12-14 თებერვალს, „თბილისის მოხალისეთა გაერთიანების“ ორგანიზებით და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით დაბა ბაკურიანში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა მოეწყო. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრას და მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერებას.

 

შეხვედრა თემაზე: მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერება

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ "ეკოხედვა/EcoVision" და წარმოადგინა პრეზენტაცია ორგანიზაციის მოხალისეებთან მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ. შეხვედრების დროს განიხილეს მოხალისეობის წინაშე არსებული პრობლემები, გამოწვევები, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა და მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება.

 

14-02-2016
http://ecovision.ge/uploads/posts/2016-03/1457972413_12832577_1653099991621714_4901161355998523369_n.jpg