ახალციხის 2 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა

2018 წლის 20-21 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოხედვა/ECOVISION” ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მუსხსა და ურაველში, განახორციელა პროექტით, „ენერგოეფქტურობისა და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება რაჭისა და ერუშეთის გეგმარებითი ეროვნული პარკების ბუფერულ ზონებში“, გათვალისწინებული სამუშაოები. პროექტი ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობასათან (WWF) თანამშრომლობით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით (BMZ). 

 

ახალციხის 2 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა

 

პროექტის ფარგლებში, ორივე სოფლის საშუალო სკოლაში დამონტაჟდა სადემონსტრაციო მოწყობილობები ენერგოეფექტური შეშის ღუმელების,  მზის ელექტრო პანელებისა და მზის წყლის გამაცხელებლის სახით. ამასთანავე, აღნიშნულ სკოლებში ექსპერტმა ჩაატარა საინფორმაციო სახის შეხვედრები სკოლის დირექტორებთან და მასწავლებლებთან, სადაც საუბარი იყო ალტერნატიული ენერგიის მნიშვნელობასა და მისი გამოყენების შესახებ. პროექტის ფარგლებში, ასევე მოცემულ ორ სკოლას გადაეცა საგანმანათლებლო და საინფორმაციო სახის მასალები, რაც აამაღლებს ცნობიერებას სკოლის მოსწავლეებში აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

 

ახალციხის 2 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა

 

ახალციხის 2 სოფელში ენერგოეფექტური ღონისძიებები გაიმართა

23-11-2018
http://ecovision.ge/uploads/posts/2018-12/1544952191_47226954_358888211538269_4034007625715679232_n-1-copy.jpg