ეკობანაკის ლიდერებთან შეხვედრა

ვემზადებით საზაფხულო ეკოსკოლისთვის!

"დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" პროგრამის ფარგლებში, "საზაფხულო  ეკოსკოლა" ჩატარდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში. მასგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, "კავშირი მდგრადი განვითარებისთვის - ეკოხედვა - Ecovision " -თან თანამშრომლობით.  

ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ 2018-2019 სასწავლო წლის მდგომარეობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-7, მე-8 და მე-9 კლასების 300 მოსწავლე. "საზაფხულო ეკოსკოლა" განხორციელდება 2 ნაკადად. თითოეულ ნაკადში მონაწილეობას მიიღებს 150 მოსწავლე. თითოეული ნაკადის ხანგრძლივობა იქნება 14 დღე.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩართულია თითო ნაკადზე 6 ლიდერი და 6 ტრენერი. თითოეული ტრენერი და ლიდერი მოემსახურება არაუმეტეს 25 მოსწავლეს.

საზაფხულო სკოლების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს შემდეგ გარემოსდაცვით თემეეკობანაკის ლიდერებთან შეხვედრა
ეკობანაკის ლიდერებთან შეხვედრა
ეკობანაკის ლიდერებთან შეხვედრაბს: 

- ბიომრავალფეროვნება-დაცული ტერიტორიები, 

- ნარჩენების მდგრადი მართვა, 

- კლიმატის ცვლილება-ენერგოეფექტურობა, 

- წყლის რესურსები და ჰაერის დაბინძურება, 

- ბუნებრივი კატასტროფები, 

- ეკოკლუბები და სამოქმედო გეგმა.

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია - ეკოხედვა -Ecovision- ში ზემოთ აღნიშნული პროგრამის ლიდერები შეიკრიბნენ და განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელსაც  მომავალში ეკო-ბანაკელებთან ერთად განახორციელებენ

24-06-2019
http://ecovision.ge/uploads/posts/2019-06/1561403350_64970760_622650428247714_2072517132742033408_n.jpg